Brilliant
აღწერს ღვინოს, რომელსაც აქვს ნათელი, სუფთა შეხედულება, ანკარა ანარეკლებით.
აგრესიული
სადეგუსტაციო ტერმინი; არასასიამოვნოდ მჟავე ღვინო ტანინებისა და სპირტის მაღალი შემცველობით.
აერაცია
ჰაერთან კონტაქტი, რომლის დროსაც ზოგიერთი (განსაკუთრებით, ახალგაზრდა) წითელი ტანინიანი ღვინო ჟანგბადით მდიდრდება. აერაციის შედეგად ღვინო დასალევად უფრო სასიამოვნო ხდება, ამიტომ ტრადიციულად უმაღლესი ხარისხის ტკბილი და მსუბუქი თეთრი ღვინოები დალევამდე ერთი საათით ადრე იხსნება, ხოლო წითელი – მოხმარებამდე ნახევარი საათით ადრე.
ავსტრალია
მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიის მეღვინეობის ისტორია სულ ორ საუკუნეს ითვლის, ის ცდილობს მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს მსოფლიო ღვინის ბაზარზე. ქვეყნის ყველაზე დიდი მევენეხეობა-მეღვინეობის რეგიონია სამხრეთით მდებარე Barossa Valley. ყურძნის გავრცელებული ჯიშებია კაბერნე სოვინიონი, პინო ნუარი, შარდონე, სემილიონი, რისლინგი. ავსტრალიაში 800-ზე მეტი ღვინის საწარმოა, მაგრამ მხოლოდ ოთხი იძლევა ქვეყანაში წარმოებული ღვინის 80%-ს. ექსპორტი წარმოებული პროდუქციის 40%-ს აღწევს. აზიური ბაზრის სიახლოვე ხელს უწყობს ავსტრალიური ღვინის გასაღებას.
ავსტრია
ავსტრია განსაკუთრებით ცნობილია მშრალი თეთრი ღვინოებით, რომლებიც გერმანული ღვინოების ანალოგიურია და, როგორც წესი, ახალგზრდა ისმევა. ავსტრიული წარმოების თეთრი ბოტრიტისებული ღვინო ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. აქ აწარმოებენ აგრეთვე სასიამოვნო გემოს მქონე მაღალხარისხიან წითელ ღვინოებს.
აისვაინი
ცნობილი ტკბილი ღვინო, რომელიც მზადდება გვიან მოკრეფილი, ვაზზე მიყინული ყურძნისაგან. აწარმოებენ გერმანიაში და ესპანეთში.
ალდეჰიდი
შუალედური მდგომარეობა ღვინოსა და მჟავას შორის, რომელიც ალკოჰოლის დაჟანგვის პროცესში წარმოიქმნება. ღვინოში არსებული ალდეჰიდებიდან ყველაზე მნიშნველოვანია აცეტალდეჰიდი, რომელიც წარმოიშვება ღვინის ალკოჰოლის ოქსიდაციის პროცესში, რის შედეგადაც ალკოჰოლი ძმარმჟავად გარდაიქმნება.
ალექსანდროული
ალექსანდროული რაჭაში გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მისგან აყენებენ მაღალხარისხოვან სუფრის წითელ და ნახევრადტკბილ ღვინოს ხვანჭკარას.
ალიგოტე
ბურგუნდიული წარმოშობის ცნობილი უხვმოსავლიანი ვაზის ჯიში. მისგან მიიღება მშრალი თეთრი ღვინო, რომელიც დაძველების დიდი პოტენციალით გამოირჩევა. ბურგუნდიის გარდა, ალიგოტე მოჰყავთ ბულგარეთში, რუსეთში, რუმინეთში, შვეიცარიაში, საქართველოში.
ალკოჰოლი
წარმოადგენს ყურძნის წვენის დუღილის პროდუქტს და ღვინის მთავარ კომპონენტს წყლის შემდეგ. ის უმნიშვნელოვანესია ალკოჰოლური პროდუქტების არომატისა და სხეულისათვის.
ალკოჰოლიანი
სადეგუსტაციო ტერმინი; ნიშნავს ღვინოს, რომელშიც ჭარბადაა ალკოჰოლის რაოდენობა, რის გამოც მისი ბალანსი დარღვეულია. ამიტომ ტერმინი ხშირად უარყოფითი მნიშვნელობით გამოიყენება.
ამარონე
მაგარი, მშრალი, დაძველების დიდი პოტენციალის მქონე წითელი ღვინო იტალიის ვენეტოს რეგიონიდან. ამ ღვინისთვის განკუთვნილი ყურძენი დაწურვამდე 3 თვის განმავლობაში შრება სპეციალურ თაროებზე. ამარონე მზადდება სხვადასხვა ჯიშის ნაწილობრივ გამომშრალი წითელი ყურძნის ნაზავისაგან, ძირთადად – კორვინა ვერონეზესაგან. ალკოჰოლის შემცველობა ამ ღვინოში 15%-ს აღწევს.
ამინი
თეთრი ყურძნის უძველესი ჯიში, რომელიც მთელ მსოფლიოში მხოლოდ 18 ჰექტარზე ხარობს ვალეში (შვეიცარია). ეს ყურძენი გვიან მწიფდება, რის შედეგადაც საუკეთესო თვისებებს იძენს. ამ ყურძნისგან დაწურული ღვინო გამოირჩევა ნაზი გემოთი, არაჩვეულებრივი სირბილით და მანდარინის არომატით.
ამონტილადო
ესპანური შერის ნაირსახეობა, სრულიად მშრალი ღვინო, რომელიც კასრებში ძველდება და ბრენდის დამატების შემდეგ ალკოჰოლის 16%-იან შემცველობამდე მაგრდება. გამოირჩევა ტყის თხილის არომატით.
ამპელოგრაფია
ყურძნის ჯიშების შესწავლა, აღწერა და იდენტიფიკაცია.
ანჟუ
რეგიონი საფრანგეთში, სადაც თავმოყრილია მრავალი ჯიშის ყურძენი და ყველა სტილის ღვინო. ვარდისფერი ღვინო აქ წარმოებული პროდუქციის 45%-ს შეადგენს. ანჟუს ყველაზე გავრცელებული ყურძნის ჯიში შენინ ბლანია; აქ აგრეთვე გვხვდება კაბერნე ფრანი, გამეი და გროლო.
ანტი-ოქსიდანტი
ნებისმიერი ქიმიური ელემენტი, რომელიც ხელს უშლის ყურძნის ან ღვინის დაჟანგვას, ანუ ოქსიდაციას.
აპერეტივი
ალკოჰოლური სასმელი, მაგალითად შამპანური, ვერმუტი ან თეთრი ღვინო, რომელიც ისმევა ჭამის წინ, როგორც მადის აღმძვრელი.
არგენტინა
ერთ-ერთი დიდი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა. აქ საუკეთესო წითელი ღვინოები მალბეკის ჯიშის ყურძნისაგან მიიღება, ფართოდ გამოიყენება აგრეთვე კაბერნე სოვინიონი, მერლო და შავი პინო. თეთრი ღვინოებისთვის გამოიყენება შარდონე, შენინ ბლანი და სემილიონი.
არვინი
ვაზის ძველი ჯიში ვალედან, რომელიც გვიანი მომწიფების შედეგად საუკეთესო ნაყოფს იძლევა. მისგან დამზადებული ღვინო ძალიან სასიამოვნო დასალევია, გამოირჩევა გრეიპფრუტისა და ლიმნის არომატით. არვინისაგან მიღებული თეთრი ღვინოები ხანგრძლივი დაძველების შედეგად საუკეთესოდაა მიჩნეული.
არომატი
ახალი ღვინის სუნი, რომელიც მოგვიანებით შეიძლება დახვეწილ ბუკეტად გადაიქცეს. ღვინოში შეიძლება შეგვხვდეს ხილის, ბოსტნეულის, ცხოველური ზეთების და სხვა არომატები, რომელთა ნაერთიც ღვინის ბუკეტს ქმნის. ერთმანეთისგან ანსხვავებენ პირველად არომატს, რომელსაც ყურძნის კანი განაპირობებს, და მეორადს, შეძენილს დუღილის შედეგად, რომელიც ხშირად პირველადს არბილებს. ვაზის ზოგიერთი ჯიში, მაგალითად მუსკატი, განსაკუთრებული არომატის ღვინოს იძლევა.
არომატიზირებული ღვინო
როგორც წესი, ესაა შემაგრებული ღვინო, რომელშიც შეიძლება დამატებული იყოს 50-მდე არომატული ნივთიერება. მიღებული გემო მომწარო-მოკტბოა. არომატიზირებისთვის გამოიყენება სხვადასხვა ბალახი, ხილი, ყვავილი, მარწყვი, ქინინი, ფორთოხალი, და სხვა.
ასაკი
ღვინის მომწიფების პერიოდი, რომელიც საჭიროა რაც შეიძლება საუკეთესო გემოსა და არომატის მისაღწევად. ღვინოები სხვადასხვა გზით ძველდება, როგორც მუხის ან უჟანგავი ფოლადის დიდ კასრებში, ასევე ბოთლებში. რთული ღვინოების ხარისხი დაძველების შედეგად უმჯობესდება, მაშინ როდესაც მარტივი ღვინოების დაძველება მიზანშეწონილი არ არის.
ასამბლაჟი
ცქრიალა ღვინის წარმოების ერთ-ერთი მეთოდი, რომლის დროსაც ერთი და იმავე ჯიშის, მოსავლის და ზონის ყურძენი ერთმანეთში ირევა და ერთად იწურება.
ასტი სპუმანტე
შესანიშნავი იტალიური შუშხუნა ღვინო პიემონტიდან, რომელიც მუსკატის ჯიშის ყურძნისაგან მზადდება. ქაფის მიღება ხდება პირველადი დუღილისას დახურულ ავზში, რის შედეგადაც მუსკატი თავის გემოს და დამახასიათებელ არომატს ინარჩუნებს.
აცეტალდეჰიდი
ძირითადი ალდეჰიდი, რომელიც ყველა ღვინოში გვხვდება, თუმცა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შერის ტიპის ღვინოებშია. მსუბუქ თეთრ ღვინოებში აცეტალდეჰიდის მცირე რაოდენობა აძლიერებს ღვინის ბუკეტს, მაგრამ მისი გადაჭარბებული შემცველობა არასასურველია, რადგან ის ღვინოს არასტაბილურს ხდის, მისი დაჟანგვის რისკს აძლიერებს და შერის მსგავს სუნს აძლევს.
ახალგაზრდა
ტერმინი გამოიყენება დეგუსტაციისას იმ ღვინოების არსანიშნავად, რომელშიც ჯერ კიდევ არ დამჯდარა საფუარი და შენარევები კასრის ძირში.
ახალგაზრდა
სასურველი მახასიათებელი, რომელიც უბრალო ღვინოებში მათ სიქორფეს და სიცოცხლისუნარიანობას უკავშირდება. კომპლექსურ ღვინოებთან დაკავშირებით ეს ტერმინი ნიშნავს, რომ ღვინო არ არის საკმარისად დაძველებული.
ბაგა
ღვინოების განსავითარებელი. იარუსული სისტემით განლაგებული კასრები, რომელშიც ძველდება ღვინო ან შერი.
ბალანსი
ჰარმონიული დამოკიდებულება ღვინოში ალკოჰოლს, სიტკბოს, ხილის ტონებს, მჟავიანობასა და ტანინებს შორის. კარგად ბალანსირებულ ღვინოებს ყველა ამ ელემენტის სასიამოვნო თანაფარდობა ახასიათებს. ღვინის ბალანსი მხოლოდ მისი დაძველების შემდეგ შეიძლება იქნეს მიღწეული.
ბალახისებრი
ღვინო, რომელსაც ბალახების გემო და არომატი აქვს. ბალახისებრი შეიძლება იყოს ძალიან ახალგაზრდა ღვინოები, რომლებიც დაძველების შედეგად გემოს შეიცვლიან. ეს თვისება გამოწვეულია უპირველესად ყურძნის ჯიშის გავლენით და არა ნიადაგის ან ჰავის ზემოქმედებით.
ბანიული
იშვიათი ფრანგული ღვინო, რომელსაც ჩვეულებრივ შოკოლადს ან სხვა ტკბილეულს აყოლებენ. ღვინო, რომელიც მზადდება გვიან დაკრეფილი გრენაშის ჯიშის ყურძნისაგან ალკოჰოლის 15%-ს უნდა შეიცავდეს. ციცაბო ფერდობებზე შეფენილი გრენაშის ვენახები გაშენებულია ხმელთაშუაზღვისპირეთის პატარა სოფელ ბანიულში, რუსილიონის სამხრეთ საზღვართან.
ბარბარესკო
ცნობილი იტალიური მსუბუქი წითელი ღვინო პიემონტიდან, რომელიც ნებიოლოს ჯიშის ყურძნისაგან მზადდება. 2-3 წლის შემდეგ ის იღებს ხახვის ფოჩის ფერს. შედის იტალიურ საუკეთესო ღვინოებში.
ბარბერა
იტალიური ჯიშის წითელი ფერის ყურძენი პიემონტიდან. ვაზი ხარობს აგრეთვე კალიფორნიასა და არგენტინაში, ბრაზილიასა და უნგრეთში. ამ ვაზის ნამდვილი წარმოშობის ადგილია ასტის რეგიონი. ნიადაგის მიმართ ნაკლებ პრეტენზიული, ძლიერი განვითარების ბარბერა გამოირჩევა შესანიშნავი ნაყოფიერებით და მისგან წარმოებული ღვინო სრულსხეულიანია, ზოგჯერ მეტად ალკოჰოლურიც. დაძველებისას იძენს ჰარმონიულობას და დელიკატურ ბუკეტს.
ბარდოლინო
მსუბუქი, ოდნავ ტკბილი წითელი ღვინო, რომელსაც აწარმოებენ ჩრდილოეთ იტალიის ვენეტოს რეგიონში. ეს ღვინო საუკეთესო დასალევია, სანამ ახალგაზრდაა. მზადდება კორვინას, ნეგრარას და მოლინერას ჯიშის ყურძნისაგან.
ბაროლო
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური წითელი ღვინო, რომელიც მზადდება პიემონტში ნებიოლოს ჯიშის ყურძნისაგან. ღვინო მუქია, სრული, ტანინებისა და ალკოჰოლის მაღალი შემცველობით. იგი მნიშვნელოვნად უმჯობესდება ათეულობით წლის მანძილზე დაძველების შედეგად.
ბახუსი
ძველი რომაული ღვინის ღმერთის, დიონისეს ბერძნული სახელი.
ბერენაუსლიზე
ტკბილი გერმანული თეთრი ღვინო აუსლიზედან, დამზადებული გვიან მოკრეფილი ბოტრიტიანი ყურძნისაგან. ყველა სხვა ტკბილ თეთრ ღვინოსთან შედარებით (აისვაინის გარდა) მას მეტი სინაზე და დახვეწილობა ახასიათებს. ჩვეულებრივ ეს ღვინო ძვირი და ძნელად საშოვნელია.
ბიო-დინამიური
ბიო-დინამიურად წარმოებული ღვინოები მზადდება მინიმალური ფილტრაციის მეშვეობით, ქიმიური ან სინთეთიკური საშუალებების გარეშე, ნატურალური საფუარის და გოგირდის ორჟანგის გამოყენებით.
ბლან დე ბლან
(ფრ.: თეთრი ღვინო თეთრი ყურძნისაგან) თეთრი ღვინო ან შამპანური, რომელიც მხოლოდ თეთრი ყურძნისგანაა დამზადებული. ეს ტერმინი ხშირად იხმარება შუშხუნა ღვინოებთან მიმართებაში.
ბლან დე ნუარ
(ფრ.: თეთრი ღვინო შავი ყურძნისაგან) თეთრი ღვინო ან შამპანური, წარმოებული წითელი ყურძნისაგან, რომელიც ღვინდება მარცვლის კანის გარეშე (წითელი ყურძნის ჯიშების უმეტესობის მღებავი ნივთიერება კანში მოიპოვება, რბილობი კი უფერულია).
ბოდეგა
ღვინის ქარხანა ან ღვინის მარანი ესპანურად.
ბოთლი
ღვინის შესანახად ყველაზე ფართოდ გამოიყენებადი ჭურჭელი. მინა არანაირ ზემოქმედებას არ ახდენს ღვინოზე, ბოთლში ღვინის დიდი ხნით შენახვის შემთხვევაშიც კი.
ბოთლის დაავადება
უჩნდება ღვინოს მისი ბოთლებში ჩამოსხმისას ან გადაზიდვისას და გამოიხატება ღვინის დასუსტებაში ან ორჟანგის გემოში, რომელიც გოგირდის დაბალი შემცველობითაა გამოწვეული. თუ ღვინო კარგად არის შენახული, ეს გემო დაახლოებით ორ-სამ კვირაში გაქრება.
ბოთლის დაავადება
უჩნდება ღვინოს მისი ბოთლებში ჩამოსხმისას ან გადაზიდვისას და გამოიხატება ღვინის დასუსტებაში ან ორჟანგის გემოში, რომელიც გოგირდის დაბალი შემცველობითაა გამოწვეული. თუ ღვინო კარგად არის შენახული, ეს გემო დაახლოებით ორ-სამ კვირაში გაქრება.
ბოთლში დაძველება
ბოთლში დაძველებისას ღვინო მოიხმარს მხოლოდ იმ ჟანგბადს, რომელიც ბოთლშია. ეს პროცესი ხელს უწყობს ღვინის რაფინირებას.
ბოჟოლე
მსუბუქი, წითელი, ახალგაზრდული ღვინო საფრანგეთიდან. გამოირჩევა ხილისა და ყვავილების არომატით.
ბოტრიტის ცინერეა
კეთილშობილური სიდამპლე (Noble rot) სოკო, რომელიც ხელს უწყობს შაქარისა და გემოს კონცენტრირებას ყურძენში. ეს არის ერთადერთი სოკო, რომლის არსებობაც ახარებს მეღვინეებს. ბოტრიტისებული ყურძნის მარცვლები ნაოჭდება, კარგავს წყალს და მასში შაქრის შემცველობავინაიდან იზრდება.სწორედ ასეთი ყურძნისგან მზადდება მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ტკბილი ღვინოები.
ბოქოი
700 ლიტრის ტევადობის ხის ჭურჭელი, რომელიც კასრებზე დიდია.
ბრენდი
ღვინის დისტილირების შედეგად მიღებული მაგარი ალკოჰოლის შემცველობის სასმელი.
ბრმა დეგუსტაცია
ღვინის დეგუსტაცია, რომლის მსვლელობაშიც დეგუსტატორმა არ იცის, თუ რომელ ღვინოებს სინჯავს. ყველა კონკურენტული დეგუსტაცია ბრმად ტარდება.
ბრუნელო მონტალჩინო
ბრუნელოს ჯიშის ყურძენი, რომელიც იტალიაში, სამხრეთ ტოსკანაში იზრდება. მისგან მზადდება სრული, მდიდარი, მძლავრი, დაძველების კარგი პოტენციალის მქონე ღვინოები, რომლებიც, DOCG-ის მოთხოვნის თანახმად, სამნახევარი წლის განმავლობაში უნდა ძველდებოდეს კასრებში და დაწურვიდან სულ ცოტა, ოთხი წლის შემდეგ გავიდეს გაყიდვაში. როსსო დი მონტალჩინო (მონტალჩინოს წითელი), რომელიც ასევე ბრუნელოს ჯიშის ყურძნისაგან მზადდება, შეიძლება კასრში დაძველების გარეშე გაიყიდოს.
ბრუტი
შამპანურის, ან სხვა შუშხუნა ღვინოების ყველაზე მშრალი ტიპი. თუმცა, ყველზე მშრალი ღვინოებიც შეიცავს სულ ცოტა შაქარს მაინც.
ბუკეტი
არომატების კომბინაცია, რომელიც ახასიათებს უკვე დაყენებულ ღვინოს და რომელიც წარმოიქმნება ღვინის დადუღების და დაძველების პროცესში, იქნება ეს კასრში თუ ბოთლში.
გადასხმა
ღვინის ფრთხილად გადასხმა ერთი ბოთლიდან მეორეში, ისე რომ არ ავამღვრიოთ პირველი ბოთლის ძირში დარჩენილი ნალექი.
გადაღება
ლექისგან სუფთა ღვინის მოცილების პროცესი, ღვინის ერთი ცისტერნიდან ან კასრიდან მეორეში გადაღების მეშვეობით. საუკეთესო ღვინოები, როგორც წესი, რამდენჯერმე არის გადაღებული ბოთლში ჩამოსხმამდე.
გამეი
უფრო ხშირად მზადდება ბოჟოლეში. ისმევა ახალგაზრდა, კარგად ეხამება პინო ნუარს. გამეი მას აძლევს სიცინცხლესა და ხილის არომატს. მისგან დამზადებული ღვინოები შესანიშნავად ინახება
განვითარებული
ღვინო, რომელმაც გაიარა ცვლილებები დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
განიერი
ნიშნავს სრულ, რთულ ღვინოს მრავალგვარი შემადგენელი დეტალით.
გარაფეირა
პორტუგალიურად ღვინის მარანს ნიშნავს. ღვინის ეტიკეტზე ეს ტერმინი ნიშნავს ღვინოს პორტუგალიიდან, რომელიც სულ მცირე ორი წლის განმავლობაში ძველდებოდა ხის ჭურჭელში, ერთი წელი კი – ბოთლში, და გამოიყენება საუკეთესო ხარისხის პორტუგალიური ღვინოების აღსანიშნავად.
გაფილტვრა
გაფილტვრა ღვინის მექანიკური გაწმენდის მეთოდი, რომელიც მიმართულია სითხეში კედლების გასწვრივ და აკავებს თავის მხრივ ნარჩენებს. გაფილტვრა ხელს უწყობს არასასურველი ფერმენტების დაკავებას, ღვინოს აჯანმრთელებს და ხოცავს მიკრობების ჩანასახებს.
ასევე, შუშხუნა ღვინის გაწმენდა მეორადი დუღილისას წარმოქმილი დანალექებისაგან.
გემო
ღვინის გემოს განაპირობებს მთელი რიგი თვისებების კომბინაცია: მჟავიანობა, ალკოჰოლის და შაქრის შემცველობა, ტანინებისა და სხვა ელემენტების თანაფარდობა, რომელიც უნიკალურია ყოველი კონკრეტული ღვინისათვის.
გვიან მოკრეფილი მოსავალი
ღვინოები დამზადებული ყურძნიდან, რომელიც მოკრეფილია ძალიან მოწეული და ბოტრტისით (კეთილშობილი სიდამპლე) დაავადებული. გვიანი მოსავლის ღვინოები ძალიან ტკბილია და ჩვეულებრივ მიირთმევა როგორც სადესერტო ღვინოები.
გვირგვინი
ფორმა, რომელსაც ქმნიან კარგი შუშხუნა ღვინის ან კავას ამოსული ბუშტულები, როდესაც ისინი ზედაპირს აღწევენ.
გორული მწვანე
თეთრყურძნიანი აბორიგენული ვაზის ჯიში ქართლიდან. მისგან მზადდება სუფრისა და შამპანურის ტიპის ბუნებრივად შუშხუნა ღვინოები.
გრან რეზერვა
ღვინო, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ძველდებოდა მუხის კასრებსა და ბოთლებში. თუ ღვინის ეტიკეტზე მითითებულია “გრან რეზერვა”, ეს ნიშნავს, რომ ღვინო სულ მცირე სამი წელი მაინც ძველდებოდა.
გრაპა
იტალიური მშრალი მაღალალკოჰოლური სასმელი, გამოხდილი ყურძნის ჭაჭიდან, რომელსაც ჩვეულებრივ სადილის შემდეგ სვამენ.
დაბინდული
მქრქალი, გაუმჭვირვალე ღვინო.
დაბოლოვება
სასმელის გადაყლაპვის შემდეგ პირში დარჩენილი გემოს შეგრძნება. დაბოლოვება შეიძლება იყოს უხეში, წებოვანი, მწარე, ნაზი, რბილი და ელეგანტური.
დადუღება
ყურძენში შაქრის დაშლის პროცესი ალკოჰოლად და ნახშირორჟანგად, რომელიც გამოწვეულია საფუარის მოქმედებით. პროცესი საკმაოდ დელიკატურია. წითელი ყურძნის შემთხვევაში მოითხოვს რამდენიმე დღეს ფერმეტანციისათვის, ვარდისფერისათვის დუღილი გრძელდება კანთან ერთად რამდენიმე საათს.
დამატება
სუფთა ღვინის ალკოჰოლის დამატება ტკბილზე დუღილის შესაჩერებლად, რის შედეგადაც ღვინოში რჩება გაუხსნელი შაქრის გარკვეული რაოდენობა, რაც დამახასიათებელია ნატურალური ლიქიორული ღვინოებისათვის. ეს მეთოდი გამოიყენება აგრეთვე მაღალალკოჰოლური შემადგენლობის “გენეროსო” ღვინოებში.
დამწიფებული
ღვინო, რომელიც ბოლომდე განვითარებულია და მზადაა ჩამოსასხმელად.
დაშაქვრა
შაქრის დამატება ტკბილში ალკოჰოლის შემცველობის გაზრდის მიზნით.
დაწმენდა
(გამჭვირვალება) ღვინის დაწმენდის პროცესი, გამოწვეული გარკვეული დანამატების შეყვანით, რომლებსაც ფსკერზე მიაქვს ღვინოში არსებული ზედმეტი ნაწილაკები. ამისათვის გამოიყენება კვერცხის ცილა, კაზეინი, ჟელატინი, თევზის წებო და ა.შ.
დეკანტაცია
დაწმენდა. ეს არის ოპერაცია, რომელიც საშუალებას იძლევა ღვინოს მოსცილდეს ლექი, რომელიც ტანინებისა და მღებავი ნივთიერებების მიერაა გამოწვეული ძველ ღვინოებში.
დელიკატური
ღვინო მსუბუქი რბილი გემოთი, სურნელოვანი და მკვრივი.
დემეტალიზირებული
ღვინო, რომელიც გაწმენდილია ჭარბი რაოდენობის მეტალებისაგან.
დიდი კასრი
ძალიან დიდი კასრი ღვინის შესანახად – ზოგიერთ მათგანში შეიძლება 300,000-მდე ბოთლი ღვინო ჩავიდეს.
დიდი მოსავალი/წელი
ეს ტერმინები აღნიშნავს კარგ წლებს, როდესაც განსაკუთრებულმა ბუნებრივმა პირობებმა ხელი შეუწყო ჩვეულებრივზე უკეთესი ღვინოების წარმოებას. ეს ტერმინები შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობითაც იყოს გამოყენებული, რათა აღწეროს წელი, როდესაც მიღებული იქნა დიდი მოსავალი.
დიდი ღვინო
სადეგუსტაციო ტერმინი, რომელიც აღწერს სავსე ღვინოს განსაკუთრებით მძლავრი გემოთი.
ელეგანტური
სადეგუსტაციო ტერმინი; განსაკუთრებით ხარისხიანი, დახვეწილი, ნატიფი ღვინო, ჰარმონიული ფერით, გაწონასწორებული არომატით და სასიამოვნო თაიგულით, რომელიც კარგადაა დაძველებული.
ელზასი
საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რაინის ველში მდებარე მხარე, რომელიც თეთრი ღვინოებითაა ცნობილი. ამ ღვინოების დასამზადებლად გამოიყენებენ მუსკატს, რისლინგს, ნაცრისფერ პინოს, შილვანერს. ელზასის 90-ზე მეტი თვალწარმტაც სოფელში ზვრები ტერასებადაა გაშენებული. ელზასში წარმოებული ღვინოები გამოირჩევა არომატით, მრავალფეროვანი ხასიათით, მსუბუქიდან სრულამდე. ელზასი აწარმოებს აგრეთვე ტკბილ ღვინოებს გვიან შემოსული ყურძნისგან; წითელი ღვინოები იშვიათია, მათი უმრავლესობა შავი პინოსგან მზადდება.
ენვერო
წლის დრო, როცა ყურძენი ფერის შეძენას იწყებს.
ენოლოგია
მეცნიერება ღვინის და ღვინის დამზადების შესახებ.
ენოფილი
ღვინის მოყვარული, ან ღვინის მცოდნე.
ვაინკელერაი
გერმანული ტერმინი ღვინის მარნისათვის.
ვალპოლიჩელა
მსუბუქი, ნახევრად მშრალი წითელი ღვინო, რომელიც ვერონას მახლობლად მზადდება იტალიის ვენეტოს რეგიონში. ეს ღვინო ჩვეულებრივ ახალგაზრდა ისმება.
ვანილისებრი
ვანილის არომატი და გემო, რომელიც დამახასიათებელია მუხის კასრებში დაძველებული ღვინოებისთვის.
ვარდისფერი ღვინო
ყურძნის წვენისგან ან ტკბილისგან წარმოებული ვარდისფერი ღვინო, რომელშიც ყურძნის კანი ამოღებული იყო დადუღების დამთავრებამდე.
ვიტის ვინიფერა
ევროპული საღვინე ყურძნის ოჯახი, რომლისაგანაც მსოფლიოს საუკეთესო ღვინოები მზადდება.
ზეკტი
გერმანული ტერმინი შუშხუნა ღვინოებისთვის, რომლებიც უმეტესწილად შარმატული მეთოდით იწარმოება.
ზომიერად სხეულიანი
ღვინო, რომლის წონა და შემადგენლობა ენაზე სხეულიანსა და მსუბუქს შორისაა.
თამბაქოსებრი
თამბაქოს არომატის ნოტები ღვინოში, რომელიც ზოგიერთ ცნობილ სახეობებში იგრძნობა.
თაფლუჭი
შუა საუკუნეების ევროპაში გავრცელებული თაფლისა და წყლის დადუღებით დამზადებული ღვინო. ბოლო დროს თაფლუჭმა კვლავ პოპულარობა მოიხვეჭა. დღეს ღვინის მწარმოებლები არომატულ თაფლუჭს სთავაზობენ მომხმარებელს.
თეთრი
მსუბუქი ღვინის კლასიკური სახეობა, რომელიც ხასიათდება ყვითელი ფერების სიუხვით და მომწვანო-ოქროსფერში გადადის.
თხელი
ღვინო, რომელიც ნაკლებად სხეულიანია, აკლია არომატულობა და ჩვეულებრივ მკრთალი ფერისაა.
იოდიზირებული
იოდის სუნი და გემო ზღვის მახლობლად წარმოებულ ღვინოებში.
კაბერნე სოვინიონი
მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და ცნობილი ყურძნის ჯიში. ასამბლაჟისას აკომპანირებს მერლოსთან, კაბერნე ფრანტან, მალბეკთან. გამოირჩევა დაძველების შესანიშნავი პოტენციალით. მუხის კასრებში დავარგებისას გამოირჩევა კონცენტრირებული ტანინებით და აქვს ღრმა სტრუქტურა.
კაბინეტი
გერმანული მსუბუქი თეთრი ღვინო დამზადებული დამატებითი შაქრის გარეშე, რომელსაც ალკოჰოლის შედარებით დაბალი შემცველობა ახასიათებს.
კავა
შამპანურის ტექნოლოგიით დამზადებული ესპანური შუშხუნა ღვინო, რომელიც იმავე ბოთლებში იყიდება, რომლებშიც გაიარა მეორადი დადუღების პროცესი. ესპანურად ეს ტერმინი ნიშნავს აგრეთვე მარანს, სადაც ძველდება ღვინოები.
კაზეინი
ცნობილია ლაქტოზის სახელით, თეთრი ფხვნილია, მსუბუქი, წყალში მძიმედ ხსნადი. იგი იხმარება თეთრი ღვინოების გამოსაკეტებლად, გარდა ამისა, გადაბრუნებით და სიმწარით დაავადებული ღვინოებისათვის, რადგანაც მას აქვს ღვინის გაუფერულების თვისება, წითელი ღვინის გაწმენდას ამ საშუალებით უნდა ვერიდოთ.
კაჟოვანი
მაგარი, ქვისებრი გემო ღვინოში. შაბლისა და სანსერის რეგიონის ღვინოები ყოველთვის ასოცირდება კაჟის სუნთან და გემოსთან, რაც განპირობებულია კირქვიანი ნიადაგებით. კაჟოვანი ღვინოები ჩვეულებრივ მშრალია და მწკლარტე.
კარამელის გემო
დამწვარი შაქარის მდიდარი და სასიამოვნო გემო, რომელიც დიდი ხნის მანძილზე დაძველებულ ღვინოებს (reserva da gran reserva) ახასიათებს.
კარბონატული მაცერაცია
ღვინის დუღილის ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება წითელი ღვინოების დადუღებისათვის. კარბონატული მაცერაციის დროს ყურძენი ფერმენტალურ დადუღებას გადის. ეს ტექნოლოგია გამოიყენება რბილი, არომატული ახალგაზრდა ღვინოების მისაღებად
კარბონატული ღვინო
დაბალი ხარისხის შუშხუნა ღვინოები, რომელთა შემადგენლობაშიც ქარხნული წარმოებისას შეყვანილი იქნა ნახშიროჟანგი.
კასრი
როგორც წესი მუხის ხისგან დამზადებული მრგვალი ჭურჭელი, რომელიც ღვინის დასაძველებლად გამოიყენება. კასრების ზომა განსხვავდება მეღვინეობის რეგიონებისა და სხვადასხვა მწარმოებელთა მიხედვით.
კაფსული
ბოთლის ყელზე და საცობზე ჩამოცმული დამცავი ფუტლიარი, რომელიც არ უშვებს ჰაერს ბოთლში და იცავს საცობს გამოშრობისაგან.
კიანტი
ხილის ტონებიანი, მსუბუქი წითელი ღვინო ტოსკანადან (იტალია) რომლის ფერიც შეიძლება იყოს ლალისფერიდან მუქ წითლამდე. ძველად ამ ღვინოს ასხავდნენ ჩალით დაფარულ ბოცებში. იმისათვის, რომ ღვინოს ეწოდოს კიანტი, აუცილებელია მისი დაძველება სამი ამ მეტი წლის მანძილზე.
კიანტი კლასიკო
DOC-ის წითელი კიანტის მეღვინეობის რაიონიდან. იმისთვის, რომ ღვინო ამ სახელით გამოვიდეს ბაზარზე, აუცილებელია ვენახიც და ღვინის ქარხანაც ამ რეგიონში მდებარეობდეს.
კლარეტი
ხილის ტონებიანი მსუბუქი ღია წითელი ფერის ღვინო, რომლის დუღილის პროცესშიც ძალიან მცირე ჩენჩო იღებს მონაწილეობას. ღვინო ისმევა ახალგაზრდა. ინგლისში ეს ტერმინი გამოიყენება ბორდოს წითელი ღვინოების აღსანიშნავად.
კლერტისებრი
ზოგიერთი ღვინის სუნი და გემო, რომელშიც დომინირებს ვაზის კლერტის გემო.
კონსტანცია
ლეგენდარული ტკბილი ღვინო სამხრეთ აფრიკიდან, ნაპოლეონის საყვარელი ღვინო. ეს ღვინო იწარმოებოდა მამულში Groot Constantia, რომელიც დღემდე აწარმოებს ღვინოს.
კონტროლირებადი და გარანტირებული წარმოშობის დასახელება
DOC-ის შემდგომი, უფრო მაღალი საფეხური იტალიის ღვინის მარეგულირებელ სისტემაში, რომელიც აკონტროლებს უმაღლესი ხარისხის იტალიურ ღვინოებს.
კონტროლირებადი წარმოშობის დასახელება
ღვინის ხარისხის მარეგულირებელი სისტემა იტალიაში, რომელიც დაარდა 1963 წელს. კანონები იცავენ ღვინის ხარისხს გეოგრაფიულ საზღვრების დადგენის, ყურძნის სახეობების, ალკოჰოლის შემცველობის, მაქსიმალური მოსავლიანობის და დაძველების მოთხოვნილებების დადგენის მეშვეობით.
კრახუნა
იმერული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. გემური თვისებებით იგი ითვლება საუკეთესო სუფრის ყურძნის ჯიშად. მისგან მზადდება კარგი სხეულიანი, ექსტრატიანი ღვინო საკმაო ალკოჰოლით.
კრიომაცერაცია
თეთრი ღვინოების დამზადების ტექნოლოგია, რომელიც დადუღების წინ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე აყოვნებს დაწურულ ყურძენს ჩენჩოებთან ერთად, რაც აძლიერებს ხილის ტონებს და სხვა არომატებს.
კრუ
ხარისხიანი ღვინოების კლასიფიკაციის სისტემა საფრანგეთში, რომელთაგანაც საუკეთესო ღვინოები წარმოდგენილია კატეგორიებში Grand Cru (უმაღლესი ხარისხის ღვონო) და Premier Cru (პირველი ხარისხის ღვინო).
კუვეე
ფარნგული ტერმინი ბევრი ღვინისა ან ნარევისათვის.
კუპაჟი
ღვინოში სხვა ღვინის დამატება მისი თვისებების გასაუმჯობესებლად ან გასაძლიერებლად. შეიძლება ერთმანეთს შევურიოთ როგორც ერთიდაიგივე, ასევე სხვადასხვა წლების ღვინოები.
ლაკრიმა კრისტი
მშვენიერი თეთრი ღვინო (იწარმოება წითელიც) მიღებული ყურძნიდან, რომელიც იზრდება ვულკანურ ფერდობებზე ვეზუვის მთისა. მოქმედი ვულკანი სამხრეთ აღმოსავლეთ იტალიაში ნეაპოლის ახლოს. სახელი ნიშნავს: “ქრისტეს ცრემლებს”.
ლამბრუსკო
გაზირებული (შუშხუნა), ჩვეულებრივ წითელი, მშრალიდან ტკბილამდე ღვინო ჩრდილოეთ იტალიიდან, დამზადებული ამავე დასახელების ყურძნიდან.
ლექი
სედიმენტები (ნალექი), რომელიც ილექება ჭურჭლის ფსკერზე. დუღილის შემდეგ ტკბილი იწმინდება და გაუხსნელი ნაწილაკები ფსკერზე ეშვება. ეს შეიძლება იყოს საფუარის ნაწილაკები, ღვინის ქვა, წიპწა და სხვა. ეს ჭუჭყი შეადგენს ლექს, რომლისგანაც მზადდება შესანიშნავი სურნელების არაყი.