თქვენი სრულყოფილი გამოცდილებისთვის ჩვენ ვიყენებთ cookie-ებს. გასაგრძელებლად გთხოვთ დაადასტუროთ, ან იხილეთ ჩვენი პირობები აქ.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მარანში!
გთხოვთ დაგვიდასტუროთ, რომ ხართ სრულწლოვანი
არა
ვებ საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველ საიტზე გადასასვლელად დააჭირე აქ

ბიბლიოთეკა

ბაგა
ღვინოების განსავითარებელი. იარუსული სისტემით განლაგებული კასრები, რომელშიც ძველდება ღვინო ან შერი.
ბალანსი
ჰარმონიული დამოკიდებულება ღვინოში ალკოჰოლს, სიტკბოს, ხილის ტონებს, მჟავიანობასა და ტანინებს შორის. კარგად ბალანსირებულ ღვინოებს ყველა ამ ელემენტის სასიამოვნო თანაფარდობა ახასიათებს. ღვინის ბალანსი მხოლოდ მისი დაძველების შემდეგ შეიძლება იქნეს მიღწეული.
ბალახისებრი
ღვინო, რომელსაც ბალახების გემო და არომატი აქვს. ბალახისებრი შეიძლება იყოს ძალიან ახალგაზრდა ღვინოები, რომლებიც დაძველების შედეგად გემოს შეიცვლიან. ეს თვისება გამოწვეულია უპირველესად ყურძნის ჯიშის გავლენით და არა ნიადაგის ან ჰავის ზემოქმედებით.
ბანიული
იშვიათი ფრანგული ღვინო, რომელსაც ჩვეულებრივ შოკოლადს ან სხვა ტკბილეულს აყოლებენ. ღვინო, რომელიც მზადდება გვიან დაკრეფილი გრენაშის ჯიშის ყურძნისაგან ალკოჰოლის 15%-ს უნდა შეიცავდეს. ციცაბო ფერდობებზე შეფენილი გრენაშის ვენახები გაშენებულია ხმელთაშუაზღვისპირეთის პატარა სოფელ ბანიულში, რუსილიონის სამხრეთ საზღვართან.
ბარბარესკო
ცნობილი იტალიური მსუბუქი წითელი ღვინო პიემონტიდან, რომელიც ნებიოლოს ჯიშის ყურძნისაგან მზადდება. 2-3 წლის შემდეგ ის იღებს ხახვის ფოჩის ფერს. შედის იტალიურ საუკეთესო ღვინოებში.
ბარბერა
იტალიური ჯიშის წითელი ფერის ყურძენი პიემონტიდან. ვაზი ხარობს აგრეთვე კალიფორნიასა და არგენტინაში, ბრაზილიასა და უნგრეთში. ამ ვაზის ნამდვილი წარმოშობის ადგილია ასტის რეგიონი. ნიადაგის მიმართ ნაკლებ პრეტენზიული, ძლიერი განვითარების ბარბერა გამოირჩევა შესანიშნავი ნაყოფიერებით და მისგან წარმოებული ღვინო სრულსხეულიანია, ზოგჯერ მეტად ალკოჰოლურიც. დაძველებისას იძენს ჰარმონიულობას და დელიკატურ ბუკეტს.
ბარდოლინო
მსუბუქი, ოდნავ ტკბილი წითელი ღვინო, რომელსაც აწარმოებენ ჩრდილოეთ იტალიის ვენეტოს რეგიონში. ეს ღვინო საუკეთესო დასალევია, სანამ ახალგაზრდაა. მზადდება კორვინას, ნეგრარას და მოლინერას ჯიშის ყურძნისაგან.

ძიების ველი