თქვენი სრულყოფილი გამოცდილებისთვის ჩვენ ვიყენებთ cookie-ებს. გასაგრძელებლად გთხოვთ დაადასტუროთ, ან იხილეთ ჩვენი პირობები აქ.

ბიბლიოთეკა

ელეგანტური
სადეგუსტაციო ტერმინი; განსაკუთრებით ხარისხიანი, დახვეწილი, ნატიფი ღვინო, ჰარმონიული ფერით, გაწონასწორებული არომატით და სასიამოვნო თაიგულით, რომელიც კარგადაა დაძველებული.
ელზასი
საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რაინის ველში მდებარე მხარე, რომელიც თეთრი ღვინოებითაა ცნობილი. ამ ღვინოების დასამზადებლად გამოიყენებენ მუსკატს, რისლინგს, ნაცრისფერ პინოს, შილვანერს. ელზასის 90-ზე მეტი თვალწარმტაც სოფელში ზვრები ტერასებადაა გაშენებული. ელზასში წარმოებული ღვინოები გამოირჩევა არომატით, მრავალფეროვანი ხასიათით, მსუბუქიდან სრულამდე. ელზასი აწარმოებს აგრეთვე ტკბილ ღვინოებს გვიან შემოსული ყურძნისგან; წითელი ღვინოები იშვიათია, მათი უმრავლესობა შავი პინოსგან მზადდება.
 
ენვერო
წლის დრო, როცა ყურძენი ფერის შეძენას იწყებს.
ენოლოგია

მეცნიერება ღვინის და ღვინის დამზადების შესახებ.

ენოფილი

ღვინის მოყვარული, ან ღვინის მცოდნე.

ძიების ველი