თქვენი სრულყოფილი გამოცდილებისთვის ჩვენ ვიყენებთ cookie-ებს. გასაგრძელებლად გთხოვთ დაადასტუროთ, ან იხილეთ ჩვენი პირობები აქ.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მარანში!
გთხოვთ დაგვიდასტუროთ, რომ ხართ სრულწლოვანი
არა
ვებ საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველ საიტზე გადასასვლელად დააჭირე აქ

ბიბლიოთეკა

დაბინდული

მქრქალი, გაუმჭვირვალე ღვინო.

დაბოლოვება
სასმელის გადაყლაპვის შემდეგ პირში დარჩენილი გემოს შეგრძნება. დაბოლოვება შეიძლება იყოს უხეში, წებოვანი, მწარე, ნაზი, რბილი და ელეგანტური.
დადუღება
ყურძენში შაქრის დაშლის პროცესი ალკოჰოლად და ნახშირორჟანგად, რომელიც გამოწვეულია საფუარის მოქმედებით. პროცესი საკმაოდ დელიკატურია. წითელი ყურძნის შემთხვევაში მოითხოვს რამდენიმე დღეს ფერმეტანციისათვის, ვარდისფერისათვის დუღილი გრძელდება კანთან ერთად რამდენიმე საათს.
 
დამატება
სუფთა ღვინის ალკოჰოლის დამატება ტკბილზე დუღილის შესაჩერებლად, რის შედეგადაც ღვინოში რჩება გაუხსნელი შაქრის გარკვეული რაოდენობა, რაც დამახასიათებელია ნატურალური ლიქიორული ღვინოებისათვის. ეს მეთოდი გამოიყენება აგრეთვე მაღალალკოჰოლური შემადგენლობის “გენეროსო” ღვინოებში.
 
დამწიფებული
ღვინო, რომელიც ბოლომდე განვითარებულია და მზადაა ჩამოსასხმელად.
დაშაქვრა

შაქრის დამატება ტკბილში ალკოჰოლის შემცველობის გაზრდის მიზნით.

დაწმენდა
(გამჭვირვალება) ღვინის დაწმენდის პროცესი, გამოწვეული გარკვეული დანამატების შეყვანით, რომლებსაც ფსკერზე მიაქვს ღვინოში არსებული ზედმეტი ნაწილაკები. ამისათვის გამოიყენება კვერცხის ცილა, კაზეინი, ჟელატინი, თევზის წებო და ა.შ.
 
დეკანტაცია
დაწმენდა. ეს არის ოპერაცია, რომელიც საშუალებას იძლევა ღვინოს მოსცილდეს ლექი, რომელიც ტანინებისა და მღებავი ნივთიერებების მიერაა გამოწვეული ძველ ღვინოებში.
დელიკატური
ღვინო მსუბუქი რბილი გემოთი, სურნელოვანი და მკვრივი.
დემეტალიზირებული
ღვინო, რომელიც გაწმენდილია ჭარბი რაოდენობის მეტალებისაგან.
დიდი კასრი
ძალიან დიდი კასრი ღვინის შესანახად – ზოგიერთ მათგანში შეიძლება 300,000-მდე ბოთლი ღვინო ჩავიდეს.
დიდი მოსავალი/წელი
ეს ტერმინები აღნიშნავს კარგ წლებს, როდესაც განსაკუთრებულმა ბუნებრივმა პირობებმა ხელი შეუწყო ჩვეულებრივზე უკეთესი ღვინოების წარმოებას. ეს ტერმინები შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობითაც იყოს გამოყენებული, რათა აღწეროს წელი, როდესაც მიღებული იქნა დიდი მოსავალი.
დიდი ღვინო
სადეგუსტაციო ტერმინი, რომელიც აღწერს სავსე ღვინოს განსაკუთრებით მძლავრი გემოთი.

ძიების ველი