This website is in a test mode, to access the previous site,
click here
Aggressive
სადეგუსტაციო ტერმინი; არასასიამოვნოდ მჟავე ღვინო ტანინებისა და სპირტის მაღალი შემცველობით.
Alsace
საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რაინის ველში მდებარე მხარე, რომელიც თეთრი ღვინოებითაა ცნობილი. ამ ღვინოების დასამზადებლად გამოიყენებენ მუსკატს, რისლინგს, ნაცრისფერ პინოს, შილვანერს. ელზასის 90-ზე მეტი თვალწარმტაც სოფელში ზვრები ტერასებადაა გაშენებული. ელზასში წარმოებული ღვინოები გამოირჩევა არომატით, მრავალფეროვანი ხასიათით, მსუბუქიდან სრულამდე. ელზასი აწარმოებს აგრეთვე ტკბილ ღვინოებს გვიან შემოსული ყურძნისგან; წითელი ღვინოები იშვიათია, მათი უმრავლესობა შავი პინოსგან მზადდება.
Bacchus
ძველი რომაული ღვინის ღმერთის, დიონისეს ბერძნული სახელი.
Barbera
იტალიური ჯიშის წითელი ფერის ყურძენი პიემონტიდან. ვაზი ხარობს აგრეთვე კალიფორნიასა და არგენტინაში, ბრაზილიასა და უნგრეთში. ამ ვაზის ნამდვილი წარმოშობის ადგილია ასტის რეგიონი. ნიადაგის მიმართ ნაკლებ პრეტენზიული, ძლიერი განვითარების ბარბერა გამოირჩევა შესანიშნავი ნაყოფიერებით და მისგან წარმოებული ღვინო სრულსხეულიანია, ზოგჯერ მეტად ალკოჰოლურიც. დაძველებისას იძენს ჰარმონიულობას და დელიკატურ ბუკეტს.
Barrel
როგორც წესი მუხის ხისგან დამზადებული მრგვალი ჭურჭელი, რომელიც ღვინის დასაძველებლად გამოიყენება. კასრების ზომა განსხვავდება მეღვინეობის რეგიონებისა და სხვადასხვა მწარმოებელთა მიხედვით.
Beaujolais
მსუბუქი, წითელი, ახალგაზრდა ღვინო საფრანგეთიდან. გამოირჩევა ხილისა და ყვავილების არომატით.
Beerenauslese
ტკბილი გერმანული თეთრი ღვინო აუსლიზედან, დამზადებული გვიან მოკრეფილი ბოტრიტიანი ყურძნისაგან. ყველა სხვა ტკბილ თეთრ ღვინოსთან შედარებით (აისვაინის გარდა) მას მეტი სინაზე და დახვეწილობა ახასიათებს. ჩვეულებრივ ეს ღვინო ძვირი და ძნელად საშოვნელია.
Big vintage/year
ეს ტერმინები აღნიშნავს კარგ წლებს, როდესაც განსაკუთრებულმა ბუნებრივმა პირობებმა ხელი შეუწყო ჩვეულებრივზე უკეთესი ღვინოების წარმოებას. ეს ტერმინები შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობითაც იყოს გამოყენებული, რათა აღწეროს წელი, როდესაც მიღებული იქნა დიდი მოსავალი.
Big wine
სადეგუსტაციო ტერმინი, რომელიც აღწერს სავსე ღვინოს განსაკუთრებით მძლავრი გემოთი.
Bio-dynamic
ბიო-დინამიურად წარმოებული ღვინოები მზადდება მინიმალური ფილტრაციის მეშვეობით, ქიმიური ან სინთეთიკური საშუალებების გარეშე, ნატურალური საფუარის და გოგირდის ორჟანგის გამოყენებით.
Blanc de blancs
(ფრ.: თეთრი ღვინო თეთრი ყურძნისაგან) თეთრი ღვინო ან შამპანური, რომელიც მხოლოდ თეთრი ყურძნისგანაა დამზადებული. ეს ტერმინი ხშირად იხმარება შუშხუნა ღვინოებთან მიმართებაში.
Blanc de noirs
(ფრ.: თეთრი ღვინო შავი ყურძნისაგან) თეთრი ღვინო ან შამპანური, წარმოებული წითელი ყურძნისაგან, რომელიც ღვინდება მარცვლის კანის გარეშე (წითელი ყურძნის ჯიშების უმეტესობის მღებავი ნივთიერება კანში მოიპოვება, რბილობი კი უფერულია).
Blind Tasting
ღვინის დეგუსტაცია, რომლის მსვლელობაშიც დეგუსტატორმა არ იცის, თუ რომელ ღვინოებს სინჯავს. ყველა კონკურენტული დეგუსტაცია ბრმად ტარდება.
Bocoy
700 ლიტრის ტევადობის ხის ჭურჭელი, რომელიც კასრებზე დიდია.
Bodega
ღვინის ქარხანა ან ღვინის მარანი ესპანურად.
Botrytis cinerea
კეთილშობილური სიდამპლე (Noble rot) სოკო, რომელიც ხელს უწყობს შაქარისა და გემოს კონცენტრირებას ყურძენში. ეს არის ერთადერთი სოკო, რომლის არსებობაც ახარებს მეღვინეებს. ბოტრიტისებული ყურძნის მარცვლები ნაოჭდება, კარგავს წყალს და მასში შაქრის შემცველობავინაიდან იზრდება.სწორედ ასეთი ყურძნისგან მზადდება მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ტკბილი ღვინოები.
Bottle
ღვინის შესანახად ყველაზე ფართოდ გამოიყენებადი ჭურჭელი. მინა არანაირ ზემოქმედებას არ ახდენს ღვინოზე, ბოთლში ღვინის დიდი ხნით შენახვის შემთხვევაშიც კი.
Bottle Aging
ბოთლში დაძველებისას ღვინო მოიხმარს მხოლოდ იმ ჟანგბადს, რომელიც ბოთლშია. ეს პროცესი ხელს უწყობს ღვინის რაფინირებას.
Bottle Sickness
უჩნდება ღვინოს მისი ბოთლებში ჩამოსხმისას ან გადაზიდვისას და გამოიხატება ღვინის დასუსტებაში ან ორჟანგის გემოში, რომელიც გოგირდის დაბალი შემცველობითაა გამოწვეული. თუ ღვინო კარგად არის შენახული, ეს გემო დაახლოებით ორ-სამ კვირაში გაქრება.
Bottle Sickness
უჩნდება ღვინოს მისი ბოთლებში ჩამოსხმისას ან გადაზიდვისას და გამოიხატება ღვინის დასუსტებაში ან ორჟანგის გემოში, რომელიც გოგირდის დაბალი შემცველობითაა გამოწვეული. თუ ღვინო კარგად არის შენახული, ეს გემო დაახლოებით ორ-სამ კვირაში გაქრება.
Bouquet
არომატების კომბინაცია, რომელიც ახასიათებს უკვე დაყენებულ ღვინოს და რომელიც წარმოიქმნება ღვინის დადუღების და დაძველების პროცესში, იქნება ეს კასრში თუ ბოთლში.
Brandy
ღვინის დისტილირების შედეგად მიღებული მაგარი ალკოჰოლის შემცველობის სასმელი.
Brilliant
აღწერს ღვინოს, რომელსაც აქვს ნათელი, სუფთა შეხედულება, ანკარა ანარეკლებით.
Broad
ნიშნავს სრულ, რთულ ღვინოს მრავალგვარი შემადგენელი დეტალით.
Brunello Montalcino
ბრუნელოს ჯიშის ყურძენი, რომელიც იტალიაში, სამხრეთ ტოსკანაში იზრდება. მისგან მზადდება სრული, მდიდარი, მძლავრი, დაძველების კარგი პოტენციალის მქონე ღვინოები, რომლებიც, DOCG-ის მოთხოვნის თანახმად, სამნახევარი წლის განმავლობაში უნდა ძველდებოდეს კასრებში და დაწურვიდან სულ ცოტა, ოთხი წლის შემდეგ გავიდეს გაყიდვაში. როსსო დი მონტალჩინო (მონტალჩინოს წითელი), რომელიც ასევე ბრუნელოს ჯიშის ყურძნისაგან მზადდება, შეიძლება კასრში დაძველების გარეშე გაიყიდოს.
Brut
შამპანურის, ან სხვა შუშხუნა ღვინოების ყველაზე მშრალი ტიპი. თუმცა, ყველზე მშრალი ღვინოებიც შეიცავს სულ ცოტა შაქარს მაინც.
Cabernet Sauvignon
მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და ცნობილი ყურძნის ჯიში. ასამბლაჟისას აკომპანირებს მერლოსთან, კაბერნე ფრანტან, მალბეკთან. გამოირჩევა დაძველების შესანიშნავი პოტენციალით. მუხის კასრებში დავარგებისას გამოირჩევა კონცენტრირებული ტანინებით და აქვს ღრმა სტრუქტურა.
Capsule
ბოთლის ყელზე და საცობზე ჩამოცმული დამცავი ფუტლიარი, რომელიც არ უშვებს ჰაერს ბოთლში და იცავს საცობს გამოშრობისაგან.
Caramelly
დამწვარი შაქარის მდიდარი და სასიამოვნო გემო, რომელიც დიდი ხნის მანძილზე დაძველებულ ღვინოებს (reserva da gran reserva) ახასიათებს.
Carbonated maceration
ღვინის დუღილის ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება წითელი ღვინოების დადუღებისათვის. კარბონატული მაცერაციის დროს ყურძენი ფერმენტალურ დადუღებას გადის. ეს ტექნოლოგია გამოიყენება რბილი, არომატული ახალგაზრდა ღვინოების მისაღებად
Carbonated wine
დაბალი ხარისხის შუშხუნა ღვინოები, რომელთა შემადგენლობაშიც ქარხნული წარმოებისას შეყვანილი იქნა ნახშიროჟანგი.
Casein
ცნობილია ლაქტოზის სახელით, თეთრი ფხვნილია, მსუბუქი, წყალში მძიმედ ხსნადი. იგი იხმარება თეთრი ღვინოების გამოსაკეტებლად, გარდა ამისა, გადაბრუნებით და სიმწარით დაავადებული ღვინოებისათვის, რადგანაც მას აქვს ღვინის გაუფერულების თვისება, წითელი ღვინის გაწმენდას ამ საშუალებით უნდა ვერიდოთ.
Cava
შამპანურის ტექნოლოგიით დამზადებული ესპანური შუშხუნა ღვინო, რომელიც იმავე ბოთლებში იყიდება, რომლებშიც გაიარა მეორადი დადუღების პროცესი. ესპანურად ეს ტერმინი ნიშნავს აგრეთვე მარანს, სადაც ძველდება ღვინოები.
Chaptalization
შაქრის დამატება ტკბილში ალკოჰოლის შემცველობის გაზრდის მიზნით.
Chianti
ხილის ტონებიანი, მსუბუქი წითელი ღვინო ტოსკანადან (იტალია) რომლის ფერიც შეიძლება იყოს ლალისფერიდან მუქ წითლამდე. ძველად ამ ღვინოს ასხავდნენ ჩალით დაფარულ ბოცებში. იმისათვის, რომ ღვინოს ეწოდოს კიანტი, აუცილებელია მისი დაძველება სამი ამ მეტი წლის მანძილზე.
Chianti Classico
DOC-ის წითელი კიანტის მეღვინეობის რაიონიდან. იმისთვის, რომ ღვინო ამ სახელით გამოვიდეს ბაზარზე, აუცილებელია ვენახიც და ღვინის ქარხანაც ამ რეგიონში მდებარეობდეს.
Claret
ხილის ტონებიანი მსუბუქი ღია წითელი ფერის ღვინო, რომლის დუღილის პროცესშიც ძალიან მცირე ჩენჩო იღებს მონაწილეობას. ღვინო ისმევა ახალგაზრდა. ინგლისში ეს ტერმინი გამოიყენება ბორდოს წითელი ღვინოების აღსანიშნავად.
Cloudy
მქრქალი, გაუმჭვირვალე ღვინო.
Constantia
ლეგენდარული ტკბილი ღვინო სამხრეთ აფრიკიდან, ნაპოლეონის საყვარელი ღვინო. ეს ღვინო იწარმოებოდა მამულში Groot Constantia, რომელიც დღემდე აწარმოებს ღვინოს.
Coupage
ღვინოში სხვა ღვინის დამატება მისი თვისებების გასაუმჯობესებლად ან გასაძლიერებლად. შეიძლება ერთმანეთს შევურიოთ როგორც ერთიდაიგივე, ასევე სხვადასხვა წლების ღვინოები.
Crown
ფორმა, რომელსაც ქმნიან კარგი შუშხუნა ღვინის ან კავას ამოსული ბუშტულები, როდესაც ისინი ზედაპირს აღწევენ.
Cru
ხარისხიანი ღვინოების კლასიფიკაციის სისტემა საფრანგეთში, რომელთაგანაც საუკეთესო ღვინოები წარმოდგენილია კატეგორიებში Grand Cru (უმაღლესი ხარისხის ღვონო) და Premier Cru (პირველი ხარისხის ღვინო).
Cryomaceration
თეთრი ღვინოების დამზადების ტექნოლოგია, რომელიც დადუღების წინ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე აყოვნებს დაწურულ ყურძენს ჩენჩოებთან ერთად, რაც აძლიერებს ხილის ტონებს და სხვა არომატებს.
Cuvee
ფარნგული ტერმინი ბევრი ღვინისა ან ნარევისათვის.
Decant
ღვინის ფრთხილად გადასხმა ერთი ბოთლიდან მეორეში, ისე რომ არ ავამღვრიოთ პირველი ბოთლის ძირში დარჩენილი ნალექი.
Decanting
დაწმენდა. ეს არის ოპერაცია, რომელიც საშუალებას იძლევა ღვინოს მოსცილდეს ლექი, რომელიც ტანინებისა და მღებავი ნივთიერებების მიერაა გამოწვეული ძველ ღვინოებში.
Delicate
ღვინო მსუბუქი რბილი გემოთი, სურნელოვანი და მკვრივი.
Demetallized
ღვინო, რომელიც გაწმენდილია ჭარბი რაოდენობის მეტალებისაგან.
Denominazione di origine controllata e garantita–DOCG
DOC-ის შემდგომი, უფრო მაღალი საფეხური იტალიის ღვინის მარეგულირებელ სისტემაში, რომელიც აკონტროლებს უმაღლესი ხარისხის იტალიურ ღვინოებს.
Denominazione di origine controllata–DOC
ღვინის ხარისხის მარეგულირებელი სისტემა იტალიაში, რომელიც დაარდა 1963 წელს. კანონები იცავენ ღვინის ხარისხს გეოგრაფიულ საზღვრების დადგენის, ყურძნის სახეობების, ალკოჰოლის შემცველობის, მაქსიმალური მოსავლიანობის და დაძველების მოთხოვნილებების დადგენის მეშვეობით.
Developed
ღვინო, რომელმაც გაიარა ცვლილებები დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
Elegant
სადეგუსტაციო ტერმინი; განსაკუთრებით ხარისხიანი, დახვეწილი, ნატიფი ღვინო, ჰარმონიული ფერით, გაწონასწორებული არომატით და სასიამოვნო თაიგულით, რომელიც კარგადაა დაძველებული.
Enology/Oenology
მეცნიერება ღვინის და ღვინის დამზადების შესახებ.
Enophile/Oenophile
ღვინის მოყვარული, ან ღვინის მცოდნე.
Envero
წლის დრო, როცა ყურძენი ფერის შეძენას იწყებს.
Fermentation
ყურძენში შაქრის დაშლის პროცესი ალკოჰოლად და ნახშირორჟანგად, რომელიც გამოწვეულია საფუარის მოქმედებით. პროცესი საკმაოდ დელიკატურია. წითელი ყურძნის შემთხვევაში მოითხოვს რამდენიმე დღეს ფერმეტანციისათვის, ვარდისფერისათვის დუღილი გრძელდება კანთან ერთად რამდენიმე საათს.
Filtering
გაფილტვრა ღვინის მექანიკური გაწმენდის მეთოდი, რომელიც მიმართულია სითხეში კედლების გასწვრივ და აკავებს თავის მხრივ ნარჩენებს. გაფილტვრა ხელს უწყობს არასასურველი ფერმენტების დაკავებას, ღვინოს აჯანმრთელებს და ხოცავს მიკრობების ჩანასახებს.
ასევე, შუშხუნა ღვინის გაწმენდა მეორადი დუღილისას წარმოქმილი დანალექებისაგან.
Fining
(გამჭვირვალება) ღვინის დაწმენდის პროცესი, გამოწვეული გარკვეული დანამატების შეყვანით, რომლებსაც ფსკერზე მიაქვს ღვინოში არსებული ზედმეტი ნაწილაკები. ამისათვის გამოიყენება კვერცხის ცილა, კაზეინი, ჟელატინი, თევზის წებო და ა.შ.
Finish
სასმელის გადაყლაპვის შემდეგ პირში დარჩენილი გემოს შეგრძნება. დაბოლოვება შეიძლება იყოს უხეში, წებოვანი, მწარე, ნაზი, რბილი და ელეგანტური.
Flinty
მაგარი, ქვისებრი გემო ღვინოში. შაბლისა და სანსერის რეგიონის ღვინოები ყოველთვის ასოცირდება კაჟის სუნთან და გემოსთან, რაც განპირობებულია კირქვიანი ნიადაგებით. კაჟოვანი ღვინოები ჩვეულებრივ მშრალია და მწკლარტე.
Gamay
უფრო ხშირად მზადდება ბოჟოლეში. ისმევა ახალგაზრდა, კარგად ეხამება პინო ნუარს. გამეი მას აძლევს სიცინცხლესა და ხილის არომატს. მისგან დამზადებული ღვინოები შესანიშნავად ინახება.
Garrafeira
პორტუგალიურად ღვინის მარანს ნიშნავს. ღვინის ეტიკეტზე ეს ტერმინი ნიშნავს ღვინოს პორტუგალიიდან, რომელიც სულ მცირე ორი წლის განმავლობაში ძველდებოდა ხის ჭურჭელში, ერთი წელი კი – ბოთლში, და გამოიყენება საუკეთესო ხარისხის პორტუგალიური ღვინოების აღსანიშნავად.
Goruli Mtsvane
თეთრყურძნიანი აბორიგენული ვაზის ჯიში ქართლიდან. მისგან მზადდება სუფრისა და შამპანურის ტიპის ბუნებრივად შუშხუნა ღვინოები.
Gran reserva
ღვინო, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ძველდებოდა მუხის კასრებსა და ბოთლებში. თუ ღვინის ეტიკეტზე მითითებულია “გრან რეზერვა”, ეს ნიშნავს, რომ ღვინო სულ მცირე სამი წელი მაინც ძველდებოდა.
Grappa
იტალიური მშრალი მაღალალკოჰოლური სასმელი, გამოხდილი ყურძნის ჭაჭიდან, რომელსაც ჩვეულებრივ სადილის შემდეგ სვამენ.
Iodized
იოდის სუნი და გემო ზღვის მახლობლად წარმოებულ ღვინოებში.
Kabinett
გერმანული მსუბუქი თეთრი ღვინო დამზადებული დამატებითი შაქრის გარეშე, რომელსაც ალკოჰოლის შედარებით დაბალი შემცველობა ახასიათებს.
Krakhuna
იმერული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. გემური თვისებებით იგი ითვლება საუკეთესო სუფრის ყურძნის ჯიშად. მისგან მზადდება კარგი სხეულიანი, ექსტრატიანი ღვინო საკმაო ალკოჰოლით.
Lacrima Christi
მშვენიერი თეთრი ღვინო (იწარმოება წითელიც) მიღებული ყურძნიდან, რომელიც იზრდება ვულკანურ ფერდობებზე ვეზუვის მთისა. მოქმედი ვულკანი სამხრეთ აღმოსავლეთ იტალიაში ნეაპოლის ახლოს. სახელი ნიშნავს: “ქრისტეს ცრემლებს”.
Lambrusco
გაზირებული (შუშხუნა), ჩვეულებრივ წითელი, მშრალიდან ტკბილამდე ღვინო ჩრდილოეთ იტალიიდან, დამზადებული ამავე დასახელების ყურძნიდან.
Late harvest
ღვინოები დამზადებული ყურძნიდან, რომელიც მოკრეფილია ძალიან მოწეული და ბოტრტისით (კეთილშობილი სიდამპლე) დაავადებული. გვიანი მოსავლის ღვინოები ძალიან ტკბილია და ჩვეულებრივ მიირთმევა როგორც სადესერტო ღვინოები.
Lees
სედიმენტები (ნალექი), რომელიც ილექება ჭურჭლის ფსკერზე. დუღილის შემდეგ ტკბილი იწმინდება და გაუხსნელი ნაწილაკები ფსკერზე ეშვება. ეს შეიძლება იყოს საფუარის ნაწილაკები, ღვინის ქვა, წიპწა და სხვა. ეს ჭუჭყი შეადგენს ლექს, რომლისგანაც მზადდება შესანიშნავი სურნელების არაყი.
Mature
ღვინო, რომელიც ბოლომდე განვითარებულია და მზადაა ჩამოსასხმელად.
Mead
შუა საუკუნეების ევროპაში გავრცელებული თაფლისა და წყლის დადუღებით დამზადებული ღვინო. ბოლო დროს თაფლუჭმა კვლავ პოპულარობა მოიხვეჭა. დღეს ღვინის მწარმოებლები არომატულ თაფლუჭს სთავაზობენ მომხმარებელს.
Medium-bodied
ღვინო, რომლის წონა და შემადგენლობა ენაზე სხეულიანსა და მსუბუქს შორისაა.
Racking
ლექისგან სუფთა ღვინის მოცილების პროცესი, ღვინის ერთი ცისტერნიდან ან კასრიდან მეორეში გადაღების მეშვეობით. საუკეთესო ღვინოები, როგორც წესი, რამდენჯერმე არის გადაღებული ბოთლში ჩამოსხმამდე.
Rosé
ყურძნის წვენისგან ან ტკბილისგან წარმოებული ვარდისფერი ღვინო, რომელშიც ყურძნის კანი ამოღებული იყო დადუღების დამთავრებამდე.
Sekt
გერმანული ტერმინი შუშხუნა ღვინოებისთვის, რომლებიც უმეტესწილად შარმატული მეთოდით იწარმოება.
Stemmy
ზოგიერთი ღვინის სუნი და გემო, რომელშიც დომინირებს ვაზის კლერტის გემო.
Taste
ღვინის გემოს განაპირობებს მთელი რიგი თვისებების კომბინაცია: მჟავიანობა, ალკოჰოლის და შაქრის შემცველობა, ტანინებისა და სხვა ელემენტების თანაფარდობა, რომელიც უნიკალურია ყოველი კონკრეტული ღვინისათვის.
Thin
ღვინო, რომელიც ნაკლებად სხეულიანია, აკლია არომატულობა და ჩვეულებრივ მკრთალი ფერისაა.
Tobacco
თამბაქოს არომატის ნოტები ღვინოში, რომელიც ზოგიერთ ცნობილ სახეობებში იგრძნობა.
Topping up
სუფთა ღვინის ალკოჰოლის დამატება ტკბილზე დუღილის შესაჩერებლად, რის შედეგადაც ღვინოში რჩება გაუხსნელი შაქრის გარკვეული რაოდენობა, რაც დამახასიათებელია ნატურალური ლიქიორული ღვინოებისათვის. ეს მეთოდი გამოიყენება აგრეთვე მაღალალკოჰოლური შემადგენლობის “გენეროსო” ღვინოებში.
Tun
ძალიან დიდი კასრი ღვინის შესანახად – ზოგიერთ მათგანში შეიძლება 300,000-მდე ბოთლი ღვინო ჩავიდეს.
Valpolicella
მსუბუქი, ნახევრად მშრალი წითელი ღვინო, რომელიც ვერონას მახლობლად მზადდება იტალიის ვენეტოს რეგიონში. ეს ღვინო ჩვეულებრივ ახალგაზრდა ისმება.
Vanilla
ვანილის არომატი და გემო, რომელიც დამახასიათებელია მუხის კასრებში დაძველებული ღვინოებისთვის.
Vitis vinifera
ევროპული საღვინე ყურძნის ოჯახი, რომლისაგანაც მსოფლიოს საუკეთესო ღვინოები მზადდება.
Weinkellerei
გერმანული ტერმინი ღვინის მარნისათვის.
White
მსუბუქი ღვინის კლასიკური სახეობა, რომელიც ხასიათდება ყვითელი ფერების სიუხვით და მომწვანო-ოქროსფერში გადადის.