თქვენი სრულყოფილი გამოცდილებისთვის ჩვენ ვიყენებთ cookie-ებს. გასაგრძელებლად გთხოვთ დაადასტუროთ, ან იხილეთ ჩვენი პირობები აქ.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მარანში!
გთხოვთ დაგვიდასტუროთ, რომ ხართ სრულწლოვანი
არა
ვებ საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველ საიტზე გადასასვლელად დააჭირე აქ

მეღვინეობა

მუდმივი ძიება და  სიახლისკენ სწრაფვა არის თელავის ღვინის მარანის განვითარების და წინსვლის  განუყოფელი ნაწილი მისი დაარსებიდან დღემდე. თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი უჟანგავი ფოლადის რეზერვუარები, პნევმატიური წნეხები, ნაზი ზემოქმედების ტუმბოები და სრული ტემპერატურული კონტროლის სისტემა, მუხის კასრებთან, ისტორიულ და ახალ თიხის ქვევრებთან თანაარსებობით ერთიან და დასრულებულ სახეს აძლევს ჩვენს მარანს.

ახლად მოკრეფილი ყურძენი გადასამუშავებლად მიდის მიმღებ განყოფილებაში, სადაც ხდება კლერტის გაცლა, გამოწურვა, ყურძნის გაცივება და ა.შ. მას აღმოსავლეთით ემიჯნება ფილტრაციისა და სტაბილიზაციის განყოფილებები. დასავლეთის ფრთა უკავია თეთრი ღვინის და დავარგების განყოფილებას, დასაწმენდი და ფერმენტაციის რეზერვუარებით, კასრებითა და ენოლოგიური საწყობით. დიდი მარნის წინ განთავსებულია წითელი ღვინის სადუღარი ცისტერნები და რეზერვუარები ცივი მაცერაციისთვის. ზამთრის პერიოდში ამავე ცისტერნებში ინახება ღვინო, სადაც ბუნებრივი სიცივის მეშვეობით მიმდინარეობს მათი სტაბილიზაცია.

აღმოსავლეთით განთავსებულია ღვინის ბოთლში ჩამოსასხმელი და სამაცივრე განყოფილებები. ჩვენი ბოლოდროინდელი სამშენებლო პროექტი, ორსართულიანი მარნის მშენებლობა, დასასრულს უახლოვდება. იგი მოიცავს ღვინის ჩამოსასხმელ ახალ საამქროს, დამხმარე მასალების საწყობებთან ერთად. მისი მიწისქვეშა საცავი უზრუნველყოფს იდეალურ ტემპერატურას წითელი და თეთრი ღვინის დასავარგებლად. ახალ კომპლექსს დასავლეთით ემიჯება ჩვენი ძველი, 1915 წელს დაფუძნებული მარნის შენობა, კომპანიის ადმინისტრაციული კორპუსი, ღვინის ლაბორატორია, პატარა კოპწია ვენახი და მარადმწვანე ბაღი ალაზნის ველის თვალწარმტაცი ხედებით.

ჩვენი ღვინოები

ძიების ველი