მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ღვინის დადუღების შემდგომ დარჩენილი დურდოსაგან გამოხდილი მაგარი ალკოჰოლური სასმელის - ჭაჭის წარმოების პერიოდი შედარებით ხანმოკლეა და ინტენსიურად მე-19 საუკუნის პირველი ნახევრიდან იწყება. თუმცა, ისტორია იმასაც ამბობს, რომ ალკოჰოლის პირველი პრიმიტიული სახდელები საქართველოში სპარსეთიდან შუა საუკუნეებში შემოვიდა.