ერთი ვენახის ღვინოების დასამზადებლად მხოლოდ მარანის კუთვნილი კონდოლის ვენახის იმ ნაკვეთებში მოკრეფილი ყურძენი გამოიყენება, სადაც საჰექტრო მოსავლიანობა ყოველწლიურად ხელოვნურად მცირდება 6-7 ტონამდე იმისთვის, რომ გაიზარდოს ვაზზე დარჩენილი მტევნების ხარისხი.
მეტის ნახვა
აღსანიშნავია, რომ კონდოლის ღვინო პირველად მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის მიერ, 1742 წლით დათარიღებულ წიგნში “აღწერა სამეფოსი საქართველოსი” და მას შემდეგ თითქმის უკვე სამი საუკუნეა, რაც საუკეთესო ხარისხის კახური ღვინის ეტალონს წარმოადგენს.