ღვინის ტურის ფარგლებში სტუმრები აღმოაჩენენ მარანს და გაივლიან ღვინის გზას - ვენახებიდან საწნახელამდე, შემდგომ ქვევრებსა და კასრებში და ბოლოს, ნამდვილი ქართული ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე.
ტურის განმავლობაში სტუმრები გაეცნობიან ღვინის წარმოების ვრცელ პროცესს მარანში და დააგემოვნებენ 7 განსაკუთრებულ ღვინოს.