პორტუგალიურად ღვინის მარანს ნიშნავს. ღვინის ეტიკეტზე ეს ტერმინი ნიშნავს ღვინოს პორტუგალიიდან, რომელიც სულ მცირე ორი წლის განმავლობაში ძველდებოდა ხის ჭურჭელში, ერთი წელი კი – ბოთლში, და გამოიყენება საუკეთესო ხარისხის პორტუგალიური ღვინოების აღსანიშნავად.
თეთრყურძნიანი აბორიგენული ვაზის ჯიში ქართლიდან. მისგან მზადდება სუფრისა და შამპანურის ტიპის ბუნებრივად შუშხუნა ღვინოები.
ღვინო, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ძველდებოდა მუხის კასრებსა და ბოთლებში. თუ ღვინის ეტიკეტზე მითითებულია “გრან რეზერვა”, ეს ნიშნავს, რომ ღვინო სულ მცირე სამი წელი მაინც ძველდებოდა.
საუკეთესო ღვინო.
იტალიური მშრალი მაღალალკოჰოლური სასმელი, გამოხდილი ყურძნის ჭაჭიდან, რომელსაც ჩვეულებრივ სადილის შემდეგ სვამენ.
1. როგორც წესი, აღწერს ახალგაზდა ღვინოს, რომელიც ჯერ საკმარისად არ არის ჩამოყალიბებული. შეიძლება გამოყენებული იყოს აგრეთვე როგორც უარყოფითი ტერმინი. 2. დაუმწიფებელი ყურძნისაგან დამზადებული მაღალმჟავიანი ღვინო.
ყურძენს მარცვლებს აცლიან დაკრეფამდე. ეს პროცედურა მთლიანობაში ამცირებს მოცულობას, მაგრამ იძლევა საკმაოდ ხავერდოვან და ნაზ ღვინოს. ამ ხერხს ყვავილობის დროსაც მიმართავენ ხოლმე, ოღონდ, მხოლოდ თეთრი ყურძნისათვის.