We use cookies to give you the best experience possible. Click accept to continue, or find out more on our cookie policy here.
Welcome to Marani
Please confirm that you are of legal age
No
This website is currently in test mode. To access the previous version, click here

Terms & Conditions

•    წინამდებარე ხელშეკრულება/დოკუმენტი წარმოადგენს შპს „თელავის მარანი“-ს (ს/ნ 204969230) საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდის www.marani.ge წესებსა და პირობებს, რომლითაც რეგულირდება კომპანიასა და მომხმარებელთან ურთიერთობა;
•    გთხოვთ ვებ-გვერდის გამოყენებამდე ან/და ვებ-გვერდზე რეგისტრაციამდე, ან/და კომპანიის პროდუქციის შეძენამდე დეტალურად გაეცნოთ წესებსა და პირობებს, ვინაიდან ვებ-გვერდზე რეგისტრაციით, ავტორიზაციით, ყოფნით, მისი გამოყენებით, კომპანიის პროდუქციის შეძენით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით წესებსა და პირობებს;
•    მომხმარებელი ადასტურებს, რომ რეგისტრაციის პროცედურების დაწყებამდე გაეცნო, ეთანხმება, სრულად მიიღო და იღებს ვალდებულებას შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები რომელიც განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულებით და ვებგვერდზე გამოქვეყნებული წესების ერთობლიობით, განმარტებებით. 

 

1.    ტერმინთა განმარტება

1.1.     ვებ-გვერდი - კომპანიის საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდი www.marani.ge, რომელსაც კომპანია იყენებს პროდუქციის რეალიზაციისთვის;

1.2.    კომპანია - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი შპს „თელავის  მარანი“, საიდენტიფიკაციო ნომერი: 204969230; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, გელოვანის გამზირი N2 ; ელექტრონული ფოსტის მისამართი: marani@marani.ge  
1.3.    ხელშეკრულება - წინამდებარე ხელშეკრულება, 
1.4.   მომხმარებელი - სრულწლოვანი ფიზიკური ან/და იურიდული პირი ან/და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტი, რომელიც რეგისტრირებულია „ვებ გვერდზე“ და მისი საშულებით ახდენს კომპანიის პროდუქციის შეძენას;
1.5.    პროდუქცია - ვებ-გვერდზე განთავსებული ქონება, პროდუქტი, რომლის რეალიზაციასაც კომპანია ახდენს ვებ-გვერდის მეშვეობით. 
1.6.    ანაზღაურება/ფასი - ვებ-გვერდზე პროდუქციისთვის მითითებული თანხა, რომელსაც მომხმარებელი კომპანიას უხდის პროდუქციის შეძენისთვის;  
1.7.    რეგისტრაცია (ღვინის კლუბში გაწევრიანება) - მომხმარებლის მიერ განხორციელებული მოქმედებების ერთობლიობა, რომელსაც იგი ვებ-გვერდის ინსტრუქციის შესაბამისად ახორციელებს პირადი ანგარიშის შესაქმნელად;
1.8.   ავტორიზაცია - მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის ინსტრუქციის თანახმად, ვებ-გვერდზე არსებულ შესაბამის გრაფაში შეყვანილი მომხმარებლის სახელისა და პაროლის მეშვეობით პირად ანგარიშში შესვლა;
1.9.   პირადი ანგარიში - ვებ-გვერდზე მომხმარებლისთვის გამოყოფილი პირადი სივრცე, რომელთან წვდომაც შესაძლებელია მხოლოდ ვებ-გვერდის მეშვეობით და რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი ახორციელებს შეკვეთის განთავსებას, პროდუქციის შეძენას და ვებ-გვერდზე არსებული სერვისების მიღებას;
1.10.    მხარე - მომხმარებელი ან კომპანია;
1.11.    მხარეები - მომხმარებელი ან კომპანია ერთად;
1.12.    მესამე პირი - ნებისმიერი სუბიექტი კომპანიის, მომხმარებლის გარდა;
1.13.    სამუშაო დღე - კალენდარული დღე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დასვენების (შაბათი, კვირა) და უქმე დღეების გარდა.


2.    ხელშეკრულების საგანი
2.1.   ხელშეკრულების პირობების შესაბამისად კომპანია ახდენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროდუქციის რეალიზაციას ხოლო, მომხმარებელი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად კომპანიას უხდის ანაზღაურებას.


3.    პროდუქციის ღირებულება
3.1.    პროდუქციის  ღირებულება განისაზღვრება შეკვეთის განხორციელების დროს ვებ-გვერდზე განთავსებული ტარიფების შესაბამისად;
3.2.    კომპანია უფლებამოსილია მომხმარებლის შეტყობინების გარეშე, ცალმხრივად შეცვალოს პროდუქციის ღირებულება.
3.3.    შეცვლილი ღირებულება არ გავრცელდება იმ პროდუქციის ღირებულებაზე, რომლის ღირებულებაც მომხმარებელს გადახდილი აქვს
3.4.    მომსახურების ღირებულებას მომხმარებელი უნაღდო ანგარიშსწორებით იხდის წინასწარ.
3.5.    მომსახურების ღირებულება გადახდილად ითვლება კომპანიის საბანკო ანგარიშზე თანხის ასახვის შემდეგ.

 

4.    პროდუქციის შეკვეთა 
4.1.    პროდუქციის შესაძენად აუცილებელია მომხმარებელმა ვებ-გვერდის მეშვებით განათავსოს შეკვეთა.
4.2.  შეკვეთის განთავსება შეუძლია მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შეკვეთის განთავსება მომხმარებლისთვის გადახდის ვალდებულებას წარმოშობს.
4.3.    მომხმარებელი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად შეიძენს მხოლოდ შეკვეთაში დაფიქსირებულ პროდუქციას, რომლის ღირებულებაც მას სრულად ექნება გადახდილი. აღნიშნულიდან გამომდინარე მომხმარებელი ვალდებულია ყურადღებით შეავსოს და განათავსოს შეკვეთა.
4.4.   მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეკვეთის საბოლოოდ განთავსებამდე გადაამოწმოს შეკვეთაში დაფიქსირებული ინფორმაცია და უზუსტობის შემთხვევაში გამოასწოროს იგი.
4.5.  მომხმარებლის მიერ შეკვეთის დადასტურების შემდეგ შეკვეთა ელექტრონულად იგზავნება კომპანიაში, რომლის მიღებასაც მომხმარებელს კომპანია უდასტურებს მომხმარებლის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით.
4.6.    შეკვეთის მიღებიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში კომპანია ახდენს შეკვეთის დამუშავებას.
4.7.    კომპანიის მიერ შეკვეთის მიღებიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში თუ მომხმარებელს ელექტრონული ფოსტის მისამართზე არ მიუვა შეტყობინება შეკვეთის არ დადასტურების შესახებ, ითვლება, რომ შეკვეთა კომპანიის მიერ დადასტურებულია.
4.8.    გთხოვთ გაითვალისწინოთ ! ვებ-გვერდზე პროდუქტის განთავსება არ ნიშნავს, რომ ის, ნებისმიერ შემთხვევაში, ხელმისაწვდომია. იმ შეთხვევაში, თუ წარმოიშვა სირთულე პროდუქტის მარაგთან დაკავშირებით კომპანია იტოვებს უფლებას სრულად, ან ნაწილობრივ არ დაადასტუროს  შეკვეთა და შესაბამისად არ მიაწოდოს იგი მომხმარებელს.
4.9.    შეკვეთის არ დადასტურების შესახებ მომხმარებელს ეცნობება მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. 
4.10.   კომპანიის მიერ შეკვეთის სრულად ან ნაწილობრივ არ დადასტურების შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია იგივე ან უფრო მაღალი ხარისხისა და ღირებულების მქონე ალტერნატიულ პროდუქტზე, რომლის შეკვეთაც შეეძლება მომხმარებელს. კომპანიის შეთავაზების წარდგენიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში მომხმარებელი ვალდებულია დაადასტუროს ან უარყოს კომპანიის ალტერნატიული შეთავაზება. თუ ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მომხმარებელი არც დაადასტურებს და არც უარყოფს შეთავაზებაში აღნიშნული პირობებს ითვლება, რომ მომხმარებელმა არ მიიღო შეთავაზების პირობები.
4.10.1.    იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ისურვებს ალტერნატიული პროდუქტ(ებ)ის შეკვეთას, მომხმარებელმა ხელახლა უნდა განათავსოს შეკვეთა წინამდებარე დოკუმენტით დადგენილი წესით.
4.10.2.     იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ისურვებს ალტერნატიული პროდუქტ(ებ)ის შეკვეთას, კომპანია, ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად, აუნაზღაურებს (დაუბრუნებს) მომხმარებელს მის მიერ გადახდილ, არ დადასტურებული/არ მიწოდებული პროდუქციის თანხას.
4.11.    კომპანიას მომხმარებლისათვის პროდუქციის მიწოდების ვალდებულება წარმოეშვება მხოლოდ შემდეგი გარემოებების დადგომისას:
4.11.1.    მომხმარებელს სრულად აქვს გადახდილი პროდუქციის ღირებულება;
4.11.2.    გასულია ვადა, რომელიც გათვალისწინებული იყო კომპანიის მიერ შეკვეთის არ დადასტურებისათვის.
4.12.    მხარეთა შორის წინამდებარე მუხლის ფარგლებში შეთანხმებული პირობები დაფიქსირებული იქნება  შესაბამის საგადასახადო დოკუმენტში.

 

5.    პროდუქციის მოწოდება, რისკი
5.1.  პროდუქციის მიწოდების ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში კომპანია პროდუქციის მიწოდებას ახდენს ვებ გვერდზე არსებული მიწოდების პირობების გათვალისწინებით: https://marani.ge/ka/page/3-delivery-terms
5.2.    კომპანია ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი პროდუქცია.
5.3.    კომპანია ვალდებულია მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელს მიაწოდოს გაყიდული პროდუქციის კანონის დოკუმენტები.
5.4.    კომპანიამ პროდუქციის მიწოდება უნდა განახორციელოს სატრანსპორტო საშუალებით რომელიც იქნება ტექნიკურად გამართულ, სუფთა მდგომარეობაში, შესაბამისობაში იქნება ჰიგიენურ ნორმებთან და ვარგისი იქნება განსაზღვრული კატეგორიის პროდუქციის ტრანსპორტირებისათვის.
5.5.    კომპანია პროდუქციას მიაწვდის და გადასცემს შეკვეთის მიტანის მისამართზე არსებულ ნებისმიერ სრულწლოვან პირს, ან მომხმარებელს. 
5.6.    პროდუქცია ჩაბარებულად ითვლება იმ მომენტიდან როდესაც პროდუქცია მიტანილი იქნება შეკვეთაში მითითებულ მისამართზე და მომხმარებელი ან მომხმარებლის მიერ მითითებული პირი, ან პროდუქციის მიწოდების მისამართზე არსებული სრულწლოვანი პირი ფაქტობრივ მფლობელობაში მიიღებს პროდუქციას, რაც დასტურდება შესაბამის აქტზე ხელმოწერით.
5.7.    მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს მიწოდებული პროდუქცია და კომპანიას წარმომადგენლის მოთხოვნის შესაბამისად ხელი მოაწეროს პროდუქციის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს.  
5.8.    მომხმარებელი ვალდებულია მიიღოს პროდუქცია იმ შემთხვევაშიც თუ პროდუქციის ოდენობა მიწოდებულია მხარეთა შეთანხმებულ ოდენობაზე ნაკლები მოცულობით ან/და მიწოდებულ პროდუქციას აკლია სახეობა. აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს კომპანიას მიერ პროდუქციის მიწოდების პირობების დარღვევას, თუ კომპანია ასეთი ფაქტის დადგომიდან 1 სამუშაო დღეში შეავსებს დანაკლისს. ამ პუნქტით განსაზღვრული გარემოებების დაგომის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია განახორციელოს კანონმდებლობით ნებადართული ყველა მოქმედება (ანგარიშ-ფაქტურის, სასაქონლო ზედნადების, მიღება-ჩაბარების აქტის კორექტირება)  რათა კომპანიამ შეძლოს დანაკლისის დროული შევსება. 
5.9.    მომხმარებელი ეთანხმება იმ გარემოებას, რომ შესაძლებელია მოხდეს მიტანის დაყოვნება გაუთვალისწინებელი გარემოებების დადგომის ან მიტანის ადგილის სპეციფიკის გათვალისწინებით.
5.10.    იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი მიზეზით, კომპანია ვერ ახერხებს მიტანის ვადების დაცვას, კომპანია აფრთხილებს ამ გარემოების თაობაზე მომხმარებელს და სთავაზობს მას, რომ მიიღოს შეკვეთა, ახალი მიტანის დროის მითითებით, ან გააუქმოს შეკვეთა, რა შემთხვევაშიც, მომხმარებელს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა. 
5.11.    პროდუქციაზე საკუთრების უფლება და მისი შემთხვევითი დაღუპვისა და/ან გაფუჭების რისკი კომპანიადან მომხმარებელზე გადადის პროდუქციის მომხმარებლისათვის მიწოდების შესახებ მხარეების მიერ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის ან სასაქონლო ზედნადების ხელმოწერის შემდეგ.
5.12.    მომხმარებელი ვალდებულია პროდუქციის შენახვა მოახდინოს შემდეგი პირობებით:
•    ოპტიმალური შენახვის ტემპერატურა 12-16 გრადუსია, რომელიც შენარჩუნებული უნდა იყოს  სტაბილურად. ტენიანობა: 60-70%. 
•    უნდა ინახებოდეს ჰორიზონტალურად, ისეთ გრილ ადგილას, სადაც არ პირდაპირ არ ხვდება  მზის სხივი ან ხელოვნური სინათლე. 

 

6.    პროდუქციის დაბრუნება
6.1.    მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი  ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება: 
ბ) მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან; 
გ) მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან; 
დ) საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან. 
6.2.    პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია, თუ სახეზეა ხელშეკრულებით განსაზღვრული შესაბამისი ფაქტობრივი გარემოება და  პროდუქტი, დაბრუნების მომენტისთვის  აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:  იგი იმყოფება პირვანდელ მდგომარეობაში,  არ არის გამოყენებული, გახსნილი ან დაზიანებული.  პროდუქტს შენარჩუნებული აქვს სასაქონლო სახე, არ არის დარღვეული ჩაჩის, საცობის, ეტიკეტის ან სასაჩუქრე შეფუთვის მთლიანობა.  დაბრუნებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს გაყიდვამდე არსებულ სტანდარტებს და იყოს ვარგისი ხელახალი რეალიზაციისთვის.  თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი პირობა არ არის დაცული,  კომპანია იტოვებს უფლებას, არ მიიღოს პროდუქტი უკან.
6.3.    მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას არ დაეკისრება არანაირი ხარჯის (მათ შორის, მიწოდების ხარჯის) გაწევა,   გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელმა კომპანიის მიერ შეთავაზებული სტანდარტული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურება აირჩია ან საქონლის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის საქონლის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან. საქონლის ფასის შემცირების შედეგად წარმოშობილი სხვაობის დაფარვის ვალდებულება მომხმარებელს არ დაეკისრება, თუ კომპანიამ მას ამ კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შესახებ სრული ინფორმაცია არ მიაწოდა. 
6.4.    მომხმარებლის მიერ  ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. 
6.5.    მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში გაუგზავნოს შევსებული ფორმა ან სხვა ცალსახა მტკიცებულება, რომელიც ასახავს მომხმარებლის გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ. ამ მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დადგენილ ვადაში განხორციელების მტკიცების ტვირთი მომხმარებელს ეკისრება. 
6.6.    კომპანიას არ აქვს უფლება, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფორმის შევსებისას ხელშეკრულებაზე უარის თქმისთვის მომხმარებელს მოსთხოვოს შემდეგ ინფორმაციაზე მეტი: 
ა) კომპანიის მიერ მითითებული სახელი, ფაქტობრივი მისამართი, ფაქსის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი; 
ბ) შეკვეთის თარიღი; 
გ) შეკვეთის მიღების თარიღი; 
დ) მომხმარებლის სახელი; 
ე) მომხმარებლის მისამართი; 
ვ) მომხმარებლის ხელმოწერა (თუ ფორმა ქაღალდზეა შევსებული); 
ზ) ფორმის შევსების თარიღი. 
6.7.   კომპანიას უფლება აქვს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფორმა ელექტრონულად ჩაიბაროს. აღნიშნული ფორმის ჩაბარების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდება დაუყოვნებლივ, ხანგამძლე მატარებელზე. 
6.8.    მომხმარებელს შეუძლია ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში, თუ მან ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინება კომპანიას აღნიშნული ვადის ამოწურვამდე გაუგზავნა. იმის მტკიცების ტვირთი, რომ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება ამ მუხლის შესაბამისად განხორციელდა, მომხმარებელს ეკისრება. 

 

7.    პერსონალური ინფორმაციის დამუშავება
7.1.    წინამდებარე დოკუმენტზე ხელმოწერით მომხმარებელი კომპანიას ანიჭებს უფლებამოსილებას სახელშეკრულებო ურთიერთობის გამართულად წარმართვის მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით მოიპოვოს, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშავოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები, კერძოდ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
7.2.    პერსონალური მონაცემების მოპოვების წყაროს წარმოადგენს: მომხმარებლის პირადი ანგარიში, მომხმარებლის შეკვეთა. 
7.3.    მომხმარებელი ანიჭებს კომპანიას უფლებამოსილებას, რომ მომხმარებელის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა: (1) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის რეალიზაცია და მომხმხარებლისთვის მიწოდება, (2) ხარისხის, კლიენტებისა და რისკის მართვის შემოწმებები, (3) მომხმარებელისთვის  ინფორმაციის მოწოდება, მათ შორის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით, (4) დავა და სამართალწარმოება, (5) კანონმდებლობის ან რეგულაციის მოთხოვნებთან შესაბამისობა, (6) პირდაპირი მარკეტინგის და მარკეტინგული კვლევის მიზნებისთვის, (7) სხვა ოპერაციები, რომლებიც არ არის აკრძალული კანონმდებლობით.
7.4.   ამგვარი ინფორმაციის მიმღებმა პირმა უნდა უზრუნველყოს, რომ მას ჰქონდეს კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სრულყოფილად დანერგილი შიდა წესები/სისტემები, სავალდებულო რეგულაციები, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია/იქნება მოქმედ კანონმდებლობასთან და რომლებიც სრულად გავრცელდება ინფორმაციის დამმუშავებლისგან/გადამცემისაგან მიღებულ ინფორმაციაზე. შესაბამისად, ამ ურთიერთობის თითოეული მხარე (როგორც მონაცემთა დამმუშავებელი/გადამცემი, ასევე უფლებამოსილი/მიმღები პირი და მისი ნებისმიერი ქვე-კონტრაქტორი) ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მისი საქმიანობა სრულ შესაბამისობაში იყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებული კანონმდებლობის მოთხოვნებთან და ასევე და მკაცრად დაიცვას ქვემოთ მოცემული პირობები:
7.4.1.   პერსონალურ მონაცემთა დამუშავება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პრინციპების დაცვით, ხოლო თუ მონაცემთა დამუშავებისთვის კანონი ითვალისწინებს მონაცემთა სუბიექტის, თანხმობას მოიპოვოს/მოპოვებული ჰქონდეს აღნიშნული თანხმობა (წერილობით ან ელექტრონული ფორმით). თანხმობა გაცემული უნდა იყოს ნებაყოფლობით, მკაფიო, მარტივი და გასაგები ენით. ამასთან, ასეთი თანხმობა, დაუყოვნებლივ უნდა იქნას წარდგენილი მონაცემების მიმღებისათვის, ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში.
7.5.    პერსონალურ მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილი/ინფორმაციის მიმღები პირი ვალდებული იქნება:
7.5.1.    განახორციელოს მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მიწოდებული მონაცემების დამუშავება იმ მოცულობით და ფარგლებში, რაც აუცილებელია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებისა და მიზნების შესასრულებლად ან გათვალისწინებულია კანონმდებლობით ან მარეგულირებლის მოთხოვნით;
7.5.2.    დანერგოს ყველა ტექნიკური ან ორგანიზაციული ზომა და განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რათა აცილებული იქნას მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემების არაავტორიზებული ან უკანონო დამუშავება, მათი დაკარგვა, განადგურება, დაზიანება, არაავტორიზებული ცვლილება ან გასაჯაროება და შეატყობინოს მონაცემთა დამმუშავებელს მის მიერ მიღებული ზომების შესახებ;
7.5.3.    მონაცემთა დამმუშავებლის თანხმობის გარეშე, არ განახორციელოს მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის  მესამე პირებისთვის გადაცემა (გარდა იმ მესამე პირებისა, რომელთათვისაც მონაცემების გადაცემა აუცილებელია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად და ან კანონის ძალით), ამასთან, ნებისმიერი საფუძვლით, მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ვალდებულია მონაცემების გადაცემა განახორციელოს წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მესამე პირი და/ან მისი სუბ-კონტრაქტორები ვალდებულნი იქნებიან მიიღონ ყველა აუცილებელი ტექნიკური ან ორგანიზაციული ზომა და განახორციელონ ყველა ქმედება, რათა აცილებული იქნას პერსონალური მონაცემების არაავტორიზებული ან უკანონო დამუშავება, მათი დაკარგვა, განადგურება, დაზიანება, არაავტორიზებული ცვლილება ან გასაჯაროება;
7.5.4.    ნებისმიერი ზიანის/ზარალის ანაზღაურებაზე, რომელიც შესაძლოა მიადგენს მონაცემთა დამმუშავებელს, უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების თაობაზე ნაკისრი და/ან კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შედეგად. უფლებამოსილი პირი თანახმაა, აუნაზღაუროს და დაიცვას მონაცემთა დამმუშავებელი ნებისმიერი (მათ შორის არაპირდაპირი) ზიანისაგან (რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს შედეგობრივ ზარალს), საჩივრისგან, ხარჯისგან (რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს იმ ხარჯებს, რომლებსაც მონაცემთა დამმუშავებელი გაიღებს საკუთარი უფლებების განსახორციელებლად), იურიდიული პროცესისგან და ნებისმიერი სხვა ვალდებულებისგან, რომელიც ამგვარი დარღვევის შედეგად შეიძლება წარმოიშვას.
7.6.    მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მის შესახებ პერსონალური მონაცემების დამუშავების მათ შორის, პროფაილინგის, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. აღნიშნული მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი) უნდა შეწყდეს მონაცემთა დამუშავება ან/და მონაცემები უნდა წაიშალოს ან განადგურდეს ან მონაცემთა სუბიექტს უნდა ეცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განემარტოს უარის გასაჩივრების წესი.
7.7.  პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს უფლება აქვს, უარი თქვას ხელშეკრულების 7.6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში.
7.8.  მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების შესახებ ინფორმაცია მიიღოს შესაბამისი მოქმედების განხორციელებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

 

8.    პირდაპირი მარკეტინგი
8.1. პირდაპირი მარკეტინგი არის მომხმარებლისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინების, საფოსტო გზავნილის, სატელეფონო ზარის, ელექტრონული ფოსტის, სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებით ან  მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაციით პროდუქციის, მომსახურების,  შეძენის შეთავაზება ან რაიმე სახის ქმედების განხორციელების თხოვნა. 
8.2.  მომხმარებელი თანხმობას აცხადებს პირდაპირი მარკეტინგის ფარგლებში კომპანიისგან მიიღოს სარეკლამო ან/და საინფორმაციო ხასიათის მასალა მოკლე ტექსტური შეტყობინების, საფოსტო გზავნილის, სატელეფონო ზარის, ელექტრონული ფოსტის, სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებით ან  მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაციის გზით.
8.3.    მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოსთხოვოს კომპანიას შეწყვიტოს პირდაპირი მარკეტინგის განხორციელება. 
8.4.    კომპანია ვალდებულია მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ შეწყვეტოს პირდაპირი მარკეტინგის განხორციელება  მომხმარებლის სასარგებლოდ.

 

9.    კონფიდენციალურობა
9.1.    კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს: ინფორმაციის მიმღები მხარის მიერ ინფორმაციის გამცემი მხარისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ ქონებრივი, ფინანსური, კომერციული, სამართლებრივი, ტექნოლოგიური და სხვა სახის ინფორმაცია, საბუღალტრო მონაცემები, ხელშეკრულების და მისი პირობების შესახებ, გამოგონებები და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სხვა ობიექტები, ასევე, სავაჭრო საიდუმლოებები, კომპანიის სამუშაო მეთოდოლოგია, ნოუ-ჰაუ და ინფორმაცია, ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული შეტყობინება, მიმოწერა.
9.2.    თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას, რომ წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადაში და მისი შეწყვეტის შემდეგ 3 (სამი) წლის განმავლობაში არ გაუმხელს არცერთ პირს კონფიდენციალურ ინფორმაციას
9.3.    მხარეები მიიღებენ ყველა ზომას, რათა დაიცვან კონფიდენციალურ ინფორმაცია და არ დაუშვან მასზე მესამე პირთა წვდომა, გარდა გამცემი მხარის წინასწარი თანხმობის არსებობის ან ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.
8.2.    კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია, თუ:
8.2.1.    ეს მოითხოვება კანონმდებლობით;
8.2.2.   კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება მოხდება ადვოკატების, იურისტების, მზღვეველების ან/და სხვა პირისათვის, რომელიც ჩართულია ან ჩაერთვება მხარეთა შორის წამოჭრილ დავაში.
8.2.3.    კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება მოხდება ქვეკონტრაქტორებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან მომსახურების გაწევაში. ასეთ შემთხვევაში, ინფორმაციის მიმღები მხარე აცნობებს ქვეკონტრაქტორს ინფორმაციის კონფიდენციალური ხასიათის შესახებ.
8.3.    კონფიდენციალური ინფორმაციის დამრღვევ მხარეს დაეკისრება ფაქტობრივად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესის მიხედვით.
9.    კომუნიკაცია
9.2.  მხარეები აცნობიერებენ, რომ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებისათვის მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს მათ შორის კომუნიკაცია. შესაბამისად,  მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დროს, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საკონტაქტო, პასუხისმგებელ პირს, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი უფლებამოსილებით და გააჩნია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც აგრეთვე მოახდენს ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას, წარმოდგენს მომხმარებელი, რომელთანაც კომუნიკაცია წარმოებს შემდეგ მონაცემებზე:
•    საკონტაქტო ტელეფონი: ტელეფონის ნომერი, რომელიც მომხმარებლის მიერ  მითითებულია პირადი ანგარიშის შესაქმნელად რეგისტრაციისას.
•    Email: ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელიც მომხმარებლის მიერ მითითებულია პირადი ანგარიშის შესაქმნელად რეგისტრაციისას.
9.3.    კომპანიასთან კომუნიკაცია წარმოებს ვებგვერდზე გრაფაში „კონტაქტი“ მითითებული მონაცემების შესაბამისად.
9.4.    მომხმარებელი ვალდებულია კომპანიის მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, დროულად მიაწოდოს მას, მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, შემსრულებლის მიერ მოთხოვნილ ფორმატში. ასეთი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, კომპანია თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, იმ კონკრეტული მომსახურეობის შესრულებისათვის, რომლის შესრულებისათვისაც მას ესაჭიროებოდა მოთხოვნილი ინფორმაცია;
9.5.    მხარეებს უფლება აქვთ, მომსახურების განხორციელების მიზნებისათვის, წინამდებარე მუხლით გათვალისწინებულ ელექტრონულ მისამართზე განახორციელონ მიმოწერა. ასეთ გაგზავნილ შეტყობინებას გააჩნია იურიდიული ძალა და მხარის მიერ გათვალისწინებული უნდა იქნეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას;
9.6.    მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის გაგზავნილი შეტყობინება უნდა იყოს წერილობითი ფორმით, ქართულ ენაზე და ხელმოწერილი შეტყობინების შემდეგნი მხარის მიერ;

 

10.    კომუნიკაცია
10.1.    მხარეები აცნობიერებენ, რომ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებისათვის მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს მათ შორის კომუნიკაცია. შესაბამისად,  მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დროს, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საკონტაქტო, პასუხისმგებელ პირს, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი უფლებამოსილებით და გააჩნია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც აგრეთვე მოახდენს ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას, წარმოდგენს მომხმარებელი, რომელთანაც კომუნიკაცია წარმოებს შემდეგ მონაცემებზე:
•    საკონტაქტო ტელეფონი: ტელეფონის ნომერი, რომელიც მომხმარებლის მიერ  მითითებულია პირადი ანგარიშის შესაქმნელად რეგისტრაციისას.
•    Email: ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელიც მომხმარებლის მიერ მითითებულია პირადი ანგარიშის შესაქმნელად რეგისტრაციისას.
10.2.    კომპანიასთან კომუნიკაცია წარმოებს ვებგვერდზე გრაფაში „კონტაქტი“ მითითებული მონაცემების შესაბამისად.
10.3.    მომხმარებელი ვალდებულია კომპანიის მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, დროულად მიაწოდოს მას, მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, შემსრულებლის მიერ მოთხოვნილ ფორმატში. ასეთი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, კომპანია თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, იმ კონკრეტული მომსახურეობის შესრულებისათვის, რომლის შესრულებისათვისაც მას ესაჭიროებოდა მოთხოვნილი ინფორმაცია;
10.4.    მხარეებს უფლება აქვთ, მომსახურების განხორციელების მიზნებისათვის, წინამდებარე მუხლით გათვალისწინებულ ელექტრონულ მისამართზე განახორციელონ მიმოწერა. ასეთ გაგზავნილ შეტყობინებას გააჩნია იურიდიული ძალა და მხარის მიერ გათვალისწინებული უნდა იქნეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას;
10.5.    მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის გაგზავნილი შეტყობინება უნდა იყოს წერილობითი ფორმით, ქართულ ენაზე და ხელმოწერილი შეტყობინების შემდეგნი მხარის მიერ;

 

11. ფორს-მაჟორი
11.1.     კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სათანადოდ ან დროულად შესრულებაზე, თუ იგი ვერ სრულდება ისეთი მოვლენების გავლენით, რომელიც კომპანიის კონტროლს მიღმაა ხელს უშლის კომპანიას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში რომლის აღკვეთაც სცილდება ამ კომპანიის გონივრულ შესაძლებლობას („ფორს-მაჟორი“).
11.2.     ფორს-მაჟორი მოიცავს და არ შემოიფარგლება შემდეგი მოვლენებით:
ა)    გაფიცვა, ლოკაუტი ან სხვა ფორმის პროტესტი;
ბ)    სამოქალაქო არეულობა, აჯანყება, ტერორისტული აქტები და მუქარები, მტრული ძალების შემოტევები, ომი (მიუხედავად იმისა, გამოცხადებულია თუ არა ის), ომისთვის მზადება ან ომის დაწყების მუქარა;  
გ)    ხანძარი, აფეთქება, შტორმი, წყალდიდობა, მიწისძვრა, მეწყერი, ეპიდემია და სხვა ბუნებრივი კატასტროფები; 
დ)    მატარებლების, გემების, ავიაციის, მოტორიანი ტრანსპორტის ან სხვა სატრანსპორტო საშუალებების (საზოგადოებრივი ან/და კერძო) გამოყენების შეუძლებლობა;  
ე)    კერძო ან საზოგადოებრივი საკომუნიკაციო სისტემების გამოყენების შეუძლებლობა;
ვ)    მთავრობის ან სხვა საჯარო ორგანიზაციის აქტები, დეკრეტები, კანონები, რეგულაციები ან შეზღუდვები;
11.3.     ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის შემთხვევაში მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადა გადაიწევს აღნიშნული ფორს-მაჟორული გარემოებების მოქმედების ვადის შესაბამისად.

 

12. კანონმდებლობა

12.1. ხელშეკრულება შედგენილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ყველა ის საკითხი რაც დარეგულირებული არ არის ხელშეკრულებით უნდა გადაწყდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა დავა და უთანხმოება უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით. მოლაპარაკებით შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეები თანხმდებიან, რომ მათ შორის დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. 

 

13. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა
13.1.  კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების ნებისმიერი პირობა. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა განხორციელდება კომპანიის მიერ ცალმხრივად, მომხმარებლისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. პირად ანგარიშზე რეგისტრაციისათვის/შესვლისათვის და მომსახურების მიღებისათვის მომხმარებელი უნდა დაეთანხმოს ხელშეკრულებაში შეტანილ კონკრეტულ ცვლილებას, რომელიც ვებ გვერდზე გამოჩნდება ავტორიზაციის დროს. ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების არ დათანხმების შემთხვევაში, მომხმარებელი ვერ შეძლებს ისარგებლოს პირადი ანგარიშით/შეიძინოს პროდუქცია.
13.2. თუ ხელშეკრულების ნებისმიერი რომელიმე ნაწილი, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების გადაწყვეტილების საფუძველზე, გაუქმებულად ან ბათილად იქნა გამოცხადებული, ხელშეკრულების დარჩენილი წესები და პირობები დარჩება ძალაში.

Search