We use cookies to give you the best experience possible. Click accept to continue, or find out more on our cookie policy here.
Welcome to Marani
Please confirm that you are of legal age
No
This website is currently in test mode. To access the previous version, click here

Library

a
b
c
d
e
f
g
h
i
j
k
l
m
n
o
p
q
r
s
t
u
v
w
x
y
z
Pale

გამოიყენება დაბალი ფერადოვანი ინტენსივობის მქონე ღვინოების აღსაწერად.

Pale cream
ფინოს ფერის მქონე ტკბილი ღვინო.
Pale cream
ფინოს ფერის მქონე ტკბილი ღვინო.
Pale dry
ფინოს ტიპის ღვინის ერთ-ერთი სახეობა.
Palette
პროვანსალის ეს AOC რეგიონში ითვლება საუკეთესოდ კირიანი ნიადაგის წყალობით. წითელ ღვინოებს აქვთ კარგი ფერი და მტკიცე სტრუქტურა. გამოირჩევა დაძველების კარგი პოტენციალით (შეიძლება დაძველდეს ოც წლამდე). თეთრი ღვინოები უფრო დახურულია და მშრალი. აქვს სასიამოვნო არომატი.
Palo Cortado
ღვინის ძალიან იშვიათი სახეობა, რომელიც ამონტილადოს და ოლოროსოს ნაჯვარს წარმოადგენს, ახასიათებს ამონტილადოს არომატი და ოლოროსოს გემო.
Palomino Fino
თეთრი ჯიშის ყურძენი, რომელიც ხერესის დასამზადებლად გამოიყენება. ტიპიური პალომინო ფინოს ხერესი არის მკრთალი ფერის, მშრალი, მსუბუქად მომჟაო 15,5-17% ალკოჰოლის შემცველობით.
Piedmont
მეღვინეობის ცნობილი რეგიონი ჩრდილოეთ იტალიაში, საიდანაცაა წარმოშობილი შესანიშნავი ასტი, ბაროლო, ბარბარესკო, გატინარა. წარმოებაში წითლებიდან დომინირებს ნებიოლო და ბარბერა, თეთრიდან მუსკატი.
Pinot Blanc
არსებობს ორი ჯიში პინო ბლანი და პინო შარდონე. პირველი პინო გრიდანაა წარმოშობილი, ის იძლევა მდიდარ, ძალიან შაქრიან წვენს, მეორე ახლოსაა შარდონესთან. მოჰყავთ გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, საქართველოში. ამ ჯიშის ყურძნიდან დამზადებული ღვინოები იძლევა ტკბილი, ქაფიანი ღვინოების ვრცელ პალიტრას.
 
Pinot Gris
ელზასში ტოკაით წოდებული. ყურძენი მონაცრისფრო-მოწითალოა. მისგან მზადდება სხვადასხვაგვარი ღვინოები - ძალიან მსუბუქ და ქაფიან კაბინეტიდან, მძიმე და ცხიმიან ოსლესამდე (გვიანი რთვლის სინონიმი). არ უნდა ავურიოთ უნგრულ ტოკაიში.
Pinot Noir
წითელი ყურძნის ჯიში, ექვივალენტია კაბერნე სოვინიონისა. იძლევა სავსე, მძიმე სხეულიან ღვინოებს, წითელ, ლალისფერ, ზოგჯერ ყავისფერში გადასული ტონალობით. მომწიფების და მჟავიანობის წყალობით დიდხანს ინახება.
 
Polyphenols
ეს ტერმინი აჯგუფებს ღვინოში ტანინების შენადგენლობას, რომელიც ყურძნის კანში და წიპწაში მოიპოვება. მას აქვს ანტიოქსიდანტური როლი და ადამიანის ორგანიზმისათვის სასარგებლოა. ფენოლთა შორის ყველაზე ეფექტურია კერსეტინი, კატეხინი და რესვერატროლი.
 
Port
შემაგრებული ტკბილი ღვინო პორტუგალიის დუოროს რეგიონიდან. პორტვეინის სახეობებია: ბოთლებში გვიან ჩამოსხმული Late Bottle (LB), Tawny Ruby – ლალისფერი, დაძველებული. პორტვეინი ტკბილი სასმელია და ჩვეულებრივ მიირთმევა სადილის შემდეგ, როგორც სადესერტო ღვინო. პორტვეინის ყველა სახეობა მზადდება პორტვეინის სახლების მიერ. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, პორტვეინის სახლების უმრავლესობას ბრიტანელები ფლობენ.

Search