თქვენი სრულყოფილი გამოცდილებისთვის ჩვენ ვიყენებთ cookie-ებს. გასაგრძელებლად გთხოვთ დაადასტუროთ, ან იხილეთ ჩვენი პირობები აქ.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მარანში!
გთხოვთ დაგვიდასტუროთ, რომ ხართ სრულწლოვანი
არა
ვებ საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველ საიტზე გადასასვლელად დააჭირე აქ

მარანი ჭაჭა ეკვატორ ტერამარე

კასრში დავარგებული
zoom in pic zoom in pic

მარანი ჭაჭა ეკვატორ ტერამარე

კასრში დავარგებული

 

 

მარანის ჭაჭა მსოფლიოს გარშემო

საქართველოში, რომელიც კაცობრიობის მიერ აღიარებულია ღვინის სამშობლოდ, ჭაჭის გამოხდის ტრადიცია შედარებით გვიან, მე-19 საუკუნის პირველი ნახევრიდან იწყება. თელავის ღვინის მარანის საუკუნოვან გამოცდილებაზე დაყრდნობით, გადავწყვიტეთ - პირველად ისტორიაში, ქართული ჭაჭა დედამიწის გარშემო სამოგზაუროდ საზღვაო ხომალდით გაგვეგზავნა და მასზე გამოგვეცადა ზღვაზე დავარგების უნიკალური ზეგავლენა. უძველესი მოგზაურების მიერ შთაგონებული ამ ექსპერიმენტის მიზანი ჭაჭის დახვეწის პროცესში მისი საგემოვნო თვისებების გაუმჯობესება იყო, რაც ზღვაზე მუდმივად რწევის, ცვალებადი ატმოსფერული წნევის, ტემპერატურისა და ოპტიმალური ტენიანობის შედეგად მიიღწევა.

მარანი ჭაჭა ეკვატორ ტერამარე

მოგზაურობა 2022 წლის დეკემბერში დაიწყო ფოთიდან, მომდევნო 9 თვე კი მარანის ჭაჭამ ზღვებსა და ოკეანეებში გაატარა, ამავდროულად მოიარა პორტები მსოფლიოს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, სინგაპური, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ბრაზილია, ურუგვაი, არგენტინა, ესპანეთი და საბერძნეთი. აღსანიშნავია, რომ მან 4-ჯერ გადაკვეთა ეკვატორის ხაზი და ჯამში 61,500 საზღვაო მილი, ანუ 114,000 კმ გაიარა, ამ დროის მანძილზე მისი არომატი თანდათანობით მდიდრდებოდა და იძენდა გასაოცარ გემოვნურ თვისებებს.

 

მრავალთვიანი ოდისეიდან დაბრუნების შემდეგ, ზღვაზე დავარგებულმა ჭაჭამ ჩვენს მიწისქვეშა მარანში გადმოინაცვლა, სადაც, ადგილზე დავარგებულ ჭაჭასთან და მთის ანკარა წყაროს წყალთან შეზავებით, შეიქმნა მარანი ჭაჭა ეკვატორ ტერამარე, რაც ლათინურად მიწას და წყალს ნიშნავს.

ფერი
ოქროსფერი
ტიპი
დავარგებული
ალკოჰოლი
41.56%
ტემპერატურა
16°C

კერძებთან შეხამება

ბოსტნეული
ხილი
ტკბილეული

ბოკალის ტიპი

მაგარი სასმელები

ძიების ველი