ტურის ფარგლებში სტუმრები გაეცნობიან ღვინის წარმოების ვრცელ პროცესს მარანში და დააგემოვნებენ ჩვენს განსაკუთრებულ ღვინოებს.
სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ ნამდვილი ქართული ღვინის შექმნის სრულ პროცესს მარანის სხვადასხვა განყოფილებაში. ტური სრულდება შვიდი ღვინის დეგუსტაციით, ტრადიციული, კახური დედას პურის, ყველის და მინერალური წყლის თანხლებით. სურვილის შემთხვევაში სტუმრებს შეუძლიათ მოითხოვონ კომპანიის საინფორმაციო ბუკლეტი ღვინოების დეტალური აღწერით.
ტურის დაგეგმვა შესაძლებელია სამუშაო დღეეებში, 9 საათიდან 4:30 საათამდე და შაბათს 9 საათიდან 3:30 საათამდე. აუცილებელია ტურის წინასწარ დაჯავშნა. ასევე რეკომენდირებულია შეთანხმებულ დრომდე 10-15 წუთით ადრე მობრძანება, რათა ტურის დაწყებამდე მოგვარდეს ყველა ტექნიკური საკითხი.