თქვენი სრულყოფილი გამოცდილებისთვის ჩვენ ვიყენებთ cookie-ებს. გასაგრძელებლად გთხოვთ დაადასტუროთ, ან იხილეთ ჩვენი პირობები აქ.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მარანში!
გთხოვთ დაგვიდასტუროთ, რომ ხართ სრულწლოვანი
არა
ვებ საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველ საიტზე გადასასვლელად დააჭირე აქ

მუზეუმის კოლექციის არტეფაქტი 01

კასრში დავარგებული
zoom in pic zoom in pic

მუზეუმის კოლექციის არტეფაქტი 01

კასრში დავარგებული

ყურძნის ჯიში: საფერავი 50%, ალექსანდროული 50%
ყურძნის წყარო: კუდიგორას ვენახები
მოსავლის წელი: 2007
დავარგება: უსასრულო დავარგების პოტენციალი
რაოდენობა: 1,300 ბოთლი

იდეა

მუზეუმის კოლექციის იდეა დაიბადა 2007 წელს, კუდიგორას ვენახის საფერავის დიდი ხნის ნანატრი მოსავლის აღსანიშნავად. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა პირველი მოსავლის ღვინის „დროის კაფსულა“, რომელიც კლასიკური წითელი ტკბილი სარეზერვო ღვინის  სტილით  მუხის კასრებში ხანგრძლივი პერიოდით  დავარგდებოდა. შესადარებლად კი, იგივე მეთოდი მივუსადაგეთ ალექსანდროულს, რომელიც დასავლეთ საქართველოში ყველასთვის ცნობილი ნახევრად ტკბილი ღვინის, ხვანჭკარასთვის გამოიყენება.

პროცესი

250  ლიტრიან მუხის კასრებში დუღილისას, ორივე სახეობის ღვინო შეზავდა სპეციალურად შერჩეული, ჩვენსავე მარანში გამოხდილი თეთრი ბრენდით, იმისთვის, რომ  კასრთან და ღვინოსთან ხანგრძლივი თანაცხოვრების გრძელ გზაზე გვეპოვა მათი სიმბიოზის იდეალური თანაფარდობა და საუკეთესოდ წარმოგვეჩინა ღვინის დომინირება დროსა და ასაკზე. 

დავარგება მიმდინარეობდა ჩვენი მარნის ერთ კუთხეში, მაქსიმალურად შორს ტემპერატურის ცვალებადობისა და ვიბრაციისგან. დაძველების 15 წლის მანძილზე, ეს ორი სრულიად განსხვავებული ღვინო, როგორც ფერის სიღრმით ასევე საგემოვნო ობერტონებით, ინდივიდუალურად მდიდრდებოდა და იხვეწებოდა, თუმცა, ყოველი შუალედური დაგემოვნებისას, მათი საცდელი ნაზავი აღემატებოდა თითოეულს ცალ-ცალკე.

საბოლოო სინთეზი 2022 წლის ბოლოს მოხდა, რის შედეგადაც ჯამურად სულ  1300 ბოთლი ჩამოისხა. ასე დაიბადა  მუზეუმის კოლექციის პირველი არტეფაქტი.

მუზეუმის კოლექციის არტეფაქტი 01
მუზეუმის კოლექციის არტეფაქტი 01
მუზეუმის კოლექციის არტეფაქტი 01
ფერი
აგურისფერი
ტიპი
ტკბილი
ალკოჰოლი
21.5%
ტემპერატურა
16-18°C

კერძებთან შეხამება

ყველი
ხილი
ტკბილეული

ბოკალის ტიპი

მაგარი სასმელები

ძიების ველი