თელავის ღვინის მარანის ღვინოებმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საერთაშორისო კონკურსზე IWSC The International Wine & Spirit Competition 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ წარდგენილი 7 დასახელებიდან, თითოეულმა ღვინომ განსაკუთრებული შეფასება მიიღო, აქედან სატრაპეზო 10 ქვევრი და სატრაპეზო მწვანე კი უმაღლესი ჯილდოების მფლობელები გახდნენ!
ასე გამოიყურება 2021 წლის კონკურსის ჯილდოების ჩამონათვალი:
სატრაპეზო 10 ქვევრი (2018) - ოქრო - 96 ქულა
სატრაპეზო მწვანე (2018) - ოქრო - 95 ქულა
მარანი მუკუზანი (2019) - ვერცხლი - 93 ქულა
სატრაპეზო საფერავი (2017) - ვერცხლი - 92 ქულა
კონდოლის ვენახები მწვანე-ქისი (2019) - ვერცხლი - 90 ქულა
კონდოლის ვენახები საფერავი (2018) - ბრინჯაო - 88 ქულა
კონდოლის ვენახები საფერავი-მერლო (2019) - ბრინჯაო - 87 ქულა
გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულმა ამ კონკურსმა, უკვე 50 წელზე მეტია, რაც თავი დაიმკვიდრა, როგორც მაღალი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციამ, თავისი პროფესიონალი ექსპერტებით დაკომპლექტებული ჟიურით და მკაცრი, თუმცა ობიექტური შეფასების კრიტერიუმებით. თელავის ღვინის მარანის ამგვარი აღიარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის რეპუტაციის განმტკიცებას და მისი როგორც ხარისხის ეტალონის დამკვიდრებას.