თქვენი სრულყოფილი გამოცდილებისთვის ჩვენ ვიყენებთ cookie-ებს. გასაგრძელებლად გთხოვთ დაადასტუროთ, ან იხილეთ ჩვენი პირობები აქ.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მარანში!
გთხოვთ დაგვიდასტუროთ, რომ ხართ სრულწლოვანი
არა
ვებ საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველ საიტზე გადასასვლელად დააჭირე აქ

სიახლე თელავის ღვინის მარანის ვენახებში

4 სექტემბერი, 2019
სიახლე თელავის ღვინის მარანის ვენახებში

თელავის ღვინის მარანში რთველის სეზონი სიახლეებით დაიწყო! პირველად საქართველოში, რთველის პროცესი ყურძნის საკრეფი მანქანის New Holland 9050L დახმარებით წარიმართა, რის შედეგადაც კომპანიას, რთველის პერიოდში მუშახელის დეფიციტის პირობებში, ყურძნის კრეფის აგროვადების სრულად დაცვის საშუალება მისცა.

ამ მეთოდით მხოლოდ ყურძნის მარცვლები იკრიფება, კლერტი კი ვაზზე რჩება. მანქანაშივე ხდება მისი პირველადი გადარჩევა. ზედმეტი მინარევებისგან გასუფთავებული ყურძნის მარცვლები უჟანგავი ფოლადის ტრეილერში გროვდება და მოკლე დროში მიეწოდება საწარმოს, რაც საბოლოო ჯამში ღვინის მაღალ ხარისხს განაპირობებს.

სიახლე თელავის ღვინის მარანის ვენახებში

ძიების ველი