თქვენი სრულყოფილი გამოცდილებისთვის ჩვენ ვიყენებთ cookie-ებს. გასაგრძელებლად გთხოვთ დაადასტუროთ, ან იხილეთ ჩვენი პირობები აქ.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მარანში!
გთხოვთ დაგვიდასტუროთ, რომ ხართ სრულწლოვანი
არა
ვებ საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, ძველ საიტზე გადასასვლელად დააჭირე აქ

სიახლე მარანისგან!

13 ივნისი, 2024
სიახლე მარანისგან!

წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ, სრულიად ნატურალურ ღვინოს - მარანი ველური საფერავს. 

 

მარანის ველური საფერავი მეღვინის ყოველგვარი ჩარევის გარეშე დაყენებული სრულიად ნატურალური ღვინოა. მისი მოგზაურობა რჩეული ვენახიდან იწყება და გრძელდება ქვევრში, სადაც დადუღების შემდეგ ჭაჭაზე დავარგება დეკემბრამდე გრძელდება. ამის შემდეგ ღვინო ინაცვლებს მუხის კასრებში და აპრილამდე ღია ცის ქვეშ რჩება, რათა ცვალებად გარემოსთან მუდმივი ინტერაქციის პროცესში გაძლიერდეს და დავარგდეს.

 

მარანი ველური საფერავის ბოთლი გაფორმებულია ფერწერული ნამუშევრით, „ველური შემოდგომა“, რომელიც ექსკლუზიურად შეიქმნა ცნობილი მხატვრის, რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ და თავისმხრივ არტისტულ შარმს მატებს, ბუნების მიერ ველურად დახვეწილ ამ განსაკუთრებულ  ღვინოს.

სიახლე მარანისგან!

ძიების ველი