თელავის ღვინის მარანის ღვინოებმა 8 ოქროს მედალი დაიმსახურეს ღვინის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან საერთაშორისო კონკურსზე - MUNDUS VINI Grand International Wine Award, რომელიც ყოველწლიურად იმართება გერმანიაში. ოფიციალური ინფორმაციით, რიგით 31-ე დაჯილდოებაზე 130-მა პროფესიონალმა ჟიურის წევრმა ჯამში 33 ქვეყნის 4185 ღვინო შეაფასა ბრმა დეგუსტაციის მეთოდით.
წარდგენილი 10 ნიმუშიდან, ოქროს მედალი და ჟიურის დადებითი შეფასება მოიპოვა მარანის 8 დასახელების ღვინომ, აქედან 2012 წლის მარანი რეზერვი კი კიდევ უფრო მაღალი ჯილდოს, Best of Show Georgia Red - Grand Gold-ის მფლობელი გახდა!
გამარჯვებული ღვინოებია: