Marani Logo

სატრაპეზო აისვაინი

მევენახეობის მხარე:
კახეთის მევენახეობის ზონა
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
ექსკლუზიური, ლიმიტირებული
ყურძნის ჯიში:
რქაწითელი 100%
ყურძნის წყარო:
კონდოლის ვენახი, რქაწითელის ნაკვეთი
მოსავლიანობა:
7-8 ტონა ჰექტარზე
ღვინის ტიპი:
თეთრი ტკბილი ღვინო
ალკოჰოლი:
10.5%
დავარგება:
მზადაა ახლაც, ასაკთან ერთად მოიმატებს ხილის მურაბის და ჯემის ტონებს
წარმოებულია:
7 000 - 0,375 ლ ბოთლი
შეფუთვა:
3 ბოთლიანი მუყაოს ყუთი

მოსავლის წლები

2016  |  2013  |  2012  |  2011  |  2007

ვინიფიკაცია

კონდოლის ვენახის რქაწითელის ნაკვეთში, ასევე ს. იყალთო და გულგულაში შერჩეულ ძველ ვენახში ყურძენი დაიკრიფა დეკემბრის თვეში, მას შემდეგ, რაც გარემო ტემპერატურამ დაიწია -9°C -მდე და ყურძნის მარცვალები მთლიანად გაიყინა ვაზზე. რადგან მარცვალში არსებული წყლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაყინულია, გამოწურული წვენის გამოსავალი ძალიან მცირეა, მაგრამ საოცრად კონცენტრირებულია ყურძნის შაქრით, მჟავებით და არომატული ნივთიერებებით. ყურძენი შერჩევით დაიკრიფა სისხამ დილით, მცირე ზომის ყუთებში, მარანში კიდევ ერთხელ გადაირჩა, მოსცილდა ყველა დაზიანებული მარცვალი და ნაზად გამოიწნეხა კალათისებურ წნეხში. დუღილი მიმდინარეობდა კონტროლირებად ტემპერატურაზე (16-18°C) უჟანგავი ფოლადის რეზერვუარში ორი თვის განმავლობაში. ბოთლში ჩამოსხმამდე ღვინო ინახება გაციებულ მდგომარეობაში 0°C ტემპერატურაზე 6 თვის მანძილზე. ღვინის ჩამოსხმის შემდგომ ბოთლში დავარგება გაგრძელდა კიდევ 6 თვე.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
ღვინო ღია ოქროსფერია, ვერცლისფრად მოციმციმე ანარეკლით
სურნელი:
მწიფე ანანასის, შებრაწული მსხლის და მანდარინის გამოხატული სურნელი
გემო:
ბუნებრივ სიტკბოსთან შერწყმული მწიფე ხილის არომატი ღვინოს საოცარ ბალანსს სძენს. დაბოლოვება განსაკუთრებულად ხანგრძლივია, გაჯერებული ანანასის ინტენსიური და ცინცხალი ტონებით