Marani Logo

თელავური წითელი მშრალი

ყურძნის ჯიში:
ადგილობრივი ჯიშის შავი ყურძენი
წარმოშობა:
კახეთის მეღვინეობის რეგიონი
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტური
ღვინის ტიპი:
წითელი მშრალი

მოსავლის წლები

2021  |  2015

ვინიფიკაცია

ყურძენი ხელით იკრიფება ოპტიმალური სიმწიფის პერიოდში. კლერტისგან ფრთხილად გათავისუფლებისა და დაჭყუნვის შემდეგ, დურდო დუღს კონტროლირებად ტემპერატურაზე (25–28 °C). საბოლოოდ ღვინო ძველდება უჟანგავ ფოლადის ცისტერნასა და ბოთლებში ოპტიმალურ ტემპერატურაზე.

ორგანოლეპტიკა

ასეთი ტიპის ღვინო დამახასიათებელია თელავის მუნიციპალიტეტისთვის. იგი მზადდება ადგილობრივი შავი ყურძნის ჯიშებისაგან, უმეტესად მდინარე ალაზნის ორივე ნაპირზე მოწეული საფერავისგან. მუქ ლალისფერ ღვინოს ახასიათებს მაყვლის მკვეთრი არომატიხავერდოვანი გემოთი.