Marani Logo

მარანი ქინძმარაული

მევენახების მხარე:
კახეთის მევენახეობის მხარე
ადგილწარმოშობა:
ქინძმარაულის მევენახეობის სპეციფიური ზონა
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
ადგილწარმოშობის ღვინო
ყურძნის ჯიში:
საფერავი 100%
ყურძნის წყარო:
100% კომპანიის საკუთარი ვენახი
მოსავლიანობა:
8 ტონა ჰექტარზე
ღვინის ტიპი:
წითელი ნახევრად ტკბილი
ღვინის ანალიზი:
ალკოჰოლი 11%; ნარჩენი შაქარი 35-45 გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა 5,5-6,5გ/ლ

მოსავლის წლები

2018  |  2013  |  2012  |  2011  |  2010  |  2009  |  2008  |  2007  |  2004

ვინიფიკაცია

ყურძენი იკრიფება ხელით, სიმწიფის პიკზე. კლერტის ფრთხილად გაცლასა და დაწურვას მოსდევს კონტროლირებად ტემპერატურაზე (23-28°C) დუღილი უჟანგავ ფოლადის რეზერვუარებში. ფერმენტაცია მიმდინარეობს კულტურული საფუარით, დელესტაჟისა და რემონტაჟის მეთოდების გამოყენებით. 5-7 დღიანი მაცერაციის შემდეგ მიიღწევა ნარჩენი შაქრის სასურველი დონე, დუღილი ჩერდება გაციებით და შემდგომი ფილტრაციით, რათაც ვინარჩუნებთ ღვინის ყურძნისეულ არომატებს, ბუნებრივ სიტკბოს და სიხალისეს. ამის შემდგომ, ბოთლში ჩამოსხმამდე, ღვინო ინახება იზოთერმულ რეზერვუარებში ცივად 0°C ტემპერატურაზე.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
მუქი შინდისფერი, მელნისფერი კანტით
სურნელი:
ტკბილი მაყვლის ჯემისა და ველური ჟოლოს არომატები
გემო:
გემოს დასაწყისში მეორდება სურნელის პროფილი კენკრის ტონებით. დაბოლოვება ხანგრძლივია, ცოცხალი მჟავიანობით და ტკბილი ხილის გამყოლი გემოთი.