Marani Logo

ქართული ღვინის ისტორია

ჩინებული ღვინო - ყველაზე გულწრფელი გამოხატულებაა იმ ადგილისა და ხალხის, რომელთაც იგი შექმნეს. ამიტომაც, ქართული კულტურისა და ღვინის კულტურის ამქვეყნად მოვლინება მუდამ ერთად მოიაზრება. ამ ვარაუდს ადასტურებს არქეოლოგიური გათხების შედეგად მოპოვებული, 8000 წლით დათარიღებული ყურძნის, „vitis vinifera sativa“, წიპწები და ანტიკურ ნასახლარებში აღმოჩენილი უზარმაზარი ქვევრები. ზოგიერთი ეტიმოლოგი იმასაც კი მიიჩნევს, რომ თანამედროვე სიტყვა „wine” ქართული სიტყვა „ღვინოდან“ წარმოიშვა.


ქართული კულტურაში უხვადაა ლეგენდები და ტრადიციები, რომლები სავსეა მეღვინეობისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებით. საქართველო, როგორც მევენახეობისა და მეღვინეობის სამშობლო, მოხსენიებულია გასული საუკუნეების მრავალი პოეტის, მწერლის და მოგზაურის შემოქმედებაში. მათ შორის პირველია აპოლონ როდოსელი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 295 წელს, თავის არგონავტიკაში ხოტბას ასხამს ქართულ ღვინოს.


დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაგასაყარზე მდებარე, კავკასიონის მთებით გარშემორტყმულ ალაზნის ველზე, პოეტების, ხელოვანებისა და მეომრების სამშობლოში დაბადებული ღვინის გასინჯვა მსოფლიო ისტორიაში ეპიკური მოგზაურობას თუ შეედრება მხოლოდ.


ქართული ღვინის სრულყოფილება ადგილობრივი ჯიშების ფართო სპექტრის, კლიმატური პირობებისა და ნიადაგის გამორჩეული თანაფარდობით და უნიკალურობითაა განპირობებული. საუკუნოვანი გამოცდილების შედეგია ღვინის მრავალფეროვანი არჩევანი საქართველოში, დაწყებული დახვეწილი თეთრით და სრულსხეულიანი წითლით, დამთავრებული ტკბილი აისვაინითაც კი! უდაოა, რომ საქართველოს შეუძლია აწარმოოს ნებისმიერი გემოვნებისათვის შესაფერისი ღვინოები. ვაზისადმი უსაზღვრო თავდადებამ 500-ზე მეტი უძველესი ჯიში გადაარჩინა საქართველოში, რომელთაგანაც დღესდღეობით 38 კომერციული წარმოებისთვის გამოიყენება.