მარანის რჩეული - სამი ისტორია, ერთი მემკვიდრეობა, ერთი ტრადიცია
მარანის რჩეული - სამი ისტორია, ერთი მემკვიდრეობა, ერთი ტრადიცია
20 ოქტომბერი, 2025
საუკუნეზე მეტია, რაც თელავის ღვინის მარანში ვაგრძელებთ ტრადიციას და ამჯერად ყველასთვის საყვარელ ღვინოებს ახალი ელეგანტური სახით გთავაზობთ.
წარმოგიდგენთ ლიმიტირებულ სერიას — მარანის რჩეული, რომელიც აერთიანებს დასავლეთ საქართველოს სამ გამორჩეულ ღვინოს: უსახელაურს, ხვანჭკარას და ტვიშს. ეს სამი ღვინო შეიკრიბა საერთო ფილოსოფიის ირგვლივ — ერთ ვენახში დაბადებული ღვინის ტრადიციული ხასიათის ახლებური გააზრება. თითოეული მათგანი განსხვავებულ ისტორიას გვიყვება, თუმცა საერთო სული და მეღვინეობითი ფესვები მათ ერთიან სტილში აერთიანებს — ეს არის ქართული ღვინის მრავალფეროვნებისა და გამორჩეული იდენტობის ახალი ინტერპრეტაცია.
მარანის რჩეული გამოირჩევა ინდივიდუალური წარმოების მეთოდითა და დახვეწილი ნახევრად ტკბილი გემოთი, რომელიც ასახავს მათი წარმომავლობის რეგიონების ტრადიციულ სტილისტიკას. ეს არის ბუნების ძალისა და მეღვინის ოსტატობის ჰარმონია — ბოთლში მოქცეული ელეგანტურობისა და არომატის სრულყოფილი ბალანსი, ღვინო, რომელიც ტრადიციას აგრძელებს და ახალ სიცოცხლეს იძენს.
სერიისთვის შექმნილი სპეციალური სასაჩუქრე შეფუთვა ხაზს უსვამს მის პრემიუმ ხასიათს, იგი იდეალური არჩევანია როგორც სასაჩუქრედ, ასევე პირადი კოლექციისთვის.
ახალი სერია უკვე ხელმისაწვდომია როგორც ღვინის მაღაზიებში, ასევე ჩვენს ვებ-გვერდზე.