მეღვინეობასა და ჭაჭის დისტილაციაში საუკუნოვანი გამოცდილების შედეგად, ჩვენმა გუნდმა თელავის ღვინის მარანში შთამბეჭდავი გადაწყვეტილება მიიღო - პირველად მსოფლიოში, ქართული ჭაჭა მსოფლიოს გარშემო გაემართა გემით, რამდენიმე თვის განმავლობაში ზღვასთან სიახლოვეში დასავარგებლად. ამ თამამი ინიციატივის შთაგონების წყარო მსოფლიო მოგზაურების მიერ გადმოცემული ისტორიებია, რომლებმაც ჯერ კიდევ საუკუნეების წინ აღმოაჩინეს ზღვის ცვალებადი ტემპერატურის და წნევის, ოპტიმალური ტენიანობის დონის და ტალღებზე მუდმივი რწევის სასიკეთო ზეგავლენა სპირტიან სასმელებზე.
2022 წლის დეკემბერში განსაკუთრებული მარანის ჭაჭის მარაგებით სავსე მუხის კასრები სპეციალურად მომზადებულ კონტეინერში მოთავსდა და საქართველოს ზღვისპირეთში გაემგზავრა. გემით მოგზაურობა ფოთიდან დაიწყო, მომდევნო 8 თვე კი მარანის ჭაჭამ ზღვებსა და ოკეანეებში გაატარა, ამავდროულად მოიარა პორტები მსოფლიოს უამრავ წერტილში. აღსანიშნავია, რომ მან 4-ჯერ გადაკვეთა ეკვატორის ხაზი და ჯამში დაახლოებით 61 000 საზღვაო მილი გაიარა, ამ დროის მანძილზე მისი არომატი თანდათანობით მდიდრდებოდა და იძენდა გასაოცარ გემოვნურ თვისებებს.
განსაკუთრებული ოდისეიდან დაბრუნების შემდეგ, ჭაჭამ ჩვენს მიწისქვეშა მარანში გადმოინაცვლა. ზღვაში დავარგების უნიკალური ზეგავლენის წარმოსაჩენად, იგი ზედმიწევნით შევაზავეთ კრიალა წყაროს წყალთან და შედეგად შეიქმნა მარანი ჭაჭა EQVATOR Puremare და Terramare.