Marani Logo

ღვინის ლექსიკონი

მაგარი (Hard)

1. ღვინო, რომელიც არ არის საკმარისად  დაძველებული, რათა სათანადო ბალანსს მიაღწიოს. 2. ღვინო სპირტის მაღალი შემცველობით.

მაგნუმი (Magnum)

ბოთლი, რომელიც ჩვეულებრივ – 0,75 ლიტრ მოცულობაზე ორჯერ მეტს იტევს.

მადეირა (Madeira)

მდიდარი, თეთრი, შემაგრებული შერის მსგავსი ღვინო, რომელიც თავდაპირველად  იწარმოებოდა პორტუგალიის იმავე სახელწოდების კუნძულზე, დასავლეთ აფრიკის სანაპიროსთან. მადეირას ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობებია: სერიალი, რეინვოთერი (“წვიმის წყალი”), ბოალი (ან ბუალი) და მალმსეი. ეს უკანასკნელი შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც აღმაგრზნებელი საშუალება.

მადერიზაცია (Maderization)

პროცესი, რომელის დროსაც თეთრი ღვინოები სუსტდება და მუქდება ზედმეტი დაძველების, ან ცუდი შენახვის გამო. ტერმინი ნასესხებია ღვინის სახელწოდებიდან “მადეირა”, რადგან ეს ღვინო მუქი ფერისაა.

მადრე (Madre

(დედა-იტ.)  კასრის ფსკერზე, დარჩენილი დანალექი. ღვინო, რომელიც შესქელებული იქნა დუღილის შედეგად. უმატებენ ღვინოებს მეტი სხეულიანობის მისაცემად.

მაკროკლიმატი (Macroclimate)

ჰავის სკალის ერთერთი  ტერმინი, რომელიც ცნობილია აგრეთვე, როგორც რეგიონული ჰავა. ფართო გაგებით იგი წარმოადგენს მხარეს ან რეგიონს, რომელიც გადაჭიმულია რამდენიმე ათეულ ან ასეულ კილომეტრზე და რომელსაც მსგავსი კლიმატური პირობები ახასიათებს.

მარანი (Cave)

1. მდგრადი ტემპერატურის წყალობით (10-12 გრადუსი) მასში კარგად ინახება ღვინო. ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 80%-ს, საჭიროა, ნიავდებოდეს ზომიერად, უნდა იყოს ბნელი და დაცული ვიბრაციისაგან. 2.ზოგიერთი ფრანგული ღვინის ეტიკეტზე მინიშნებულია “Mis en bouteilles dans nos caves”. ეს ნიშნავს, რომ ღვინო ჩამოსხმულია ბოთლებში მწარმოებლის მარნებში, მაგრამ ეს წარწერა არ წარმოადგენს ხარისხის გარანტიას.

მარანი (Cellar)

ღვინის შესანახი ადგილი, რომელიც არ არის აუცილებელი, მიწისქვეშ მებარეობდეს. მარანი საუკეთესო ადგილია ღვინის დასაძველებლად. იდეალური პირობებია სიბნელე, სიგრილე და მაღალი ტენიანობა. ბოთლები უნდა ინახებოდეს დაწოლილ მდგომარეობაში, რათა საცობები არ გამოშრეს.

მარსალა (Marsala)

იტალიის ყველაზე ცნობილი შემაგრებული ღვინო. იწარმოება კუნძულ სიცილიაზე და ჩვეულებრივ 17%-დან 20%-მდე ალკოჰოლს შეიცავს. ამ ღვინის  საუკეთესო სახეობას წარმოადგენს მარსალა სუპერიორი და მარსალა ვერჯინი, რომლებიც შერის ანალოგიურია. გემოთი წააგავს მადერას და მასზე უფრო ტკბილია.

მარცვლის მოცლა

ყურძენს მარცვლებს აცლიან დაკრეფამდე. ეს პროცედურა მთლიანობაში ამცირებს  მოცულობას, მაგრამ იძლევა საკმაოდ ხავერდოვან და ნაზ ღვინოს. ამ ხერხს ყვავილობის დროსაც მიმართავენ ხოლმე, ოღონდ, მხოლოდ თეთრი ყურძნისათვის.

მარწყვი (Strawberry)

ხილის არომატი, რომელიც გვხვდება ზოგიერთ წითელ ან ვარდისფერ ღვინოშიდა პინო ნუარისაგან დამზადებულ შუშხუნა ღვინოში.

მაცერაცია (Maceration)

დუღილისას ტკბილის მიერ ყურძნის კანის შეწოვა.

მაჭარი

ახალგაზრდა ღვინო საქართველოში.

მდიდარი (Rich)

სრული ღვინო სასიამოვნო არომატით.

მეზოკლიმატი (Mesoclimate)

ჰავის სკალის ერთერთი ტერმინი, რომელიც წარმოადგენს შუალედურ რგოლს რეგიონალურსა (მაკროკლიმატს) და ვიწრო მასშტაბის (მიკროკლიმატს) ჰავას შორის.

მელიისებრი (Foxy)

ამერიკული ყურძნის ჯიში აგრესიული გემოთი.

მეღვინეობა (Vinification)

ყურძნის ღვინოდ გარდაქმნის პრაქტიკული ხელოვნება.

მიკროკლიმატი (Microclimate)

ჰავის სკალის ერთერთი ტერმინი. მცირე ზომის ტერიტორიისათვის დამახასიათებელი მაჩვენებელი. მიკროკლიმატმა შეიძლება ნმისვნელოვანი გავლენა იქონიოს იქ წარმოებულ ღვინის თვისებებზე.

მისტელა (Mistella)

ღვინის ალკოჰოლისა და ტკბილის ნაზავი.

მიწისებრი (Earthy)

გემო, რომელსაც ნიადაგი აძლევს ყურძენს და შესაბამისად ღვინოს.

მკრთალი (Pale)

გამოიყენება დაბალი ფერადოვანი ინტენსივობის მქონე ღვინოების აღსაწერად.

მკრთალი მშრალი (Pale dry)

ფინოს ტიპის ღვინის ერთ-ერთი სახეობა.

მკრთალი ნაღების ფერი (Pale cream)

ფინოს ფერის მქონე ტკბილი ღვინო.

მოკლე

ითქმევა ღვინოზე, შესაძლოა საუკეთესოზეც, მაგრამ, რომელის გემოც  სამწუხაროდ პირში დიდხანს არ ჩერდება.

მონოპოლი (Monopole)

ტერმინი, რომელიც გვხვდება ზოგიერთი ფრანგული ღვინის ეტიკეტზე და რომელიც აღნიშნავს ღვინის დასახელების ერთპიროვნულ მფლობელობას ანუ მასზე მონოპოლიეს. თუმცა არ არის ღვინის ხარისხის ოფიციალური მაჩვენებელი.

მოსავალი (Vintage)

წელიწადი, რომელშიც მოიკრიფა ან მოიწია ყურძენი, რომელიც გამოყენებული იქნა ამა თუ იმ ღვინის დასამზადებლად. ეს თარიღი მითითებულია ბოთლის ეტიკეტზე.

მოსავლის პორტვეინი (Vintage Port)

პორტუგალიური ძალიან კარგი ახალგაზრდა პორტვეინი, რომელიც ახალგაზრდავე ისხმება ბოთლებში, რის შემდეგაც მარანში ხანგრძლივ შენახვას საჭიროებს (8-დან 40 წლამდე). ამ ხნის მანძილზე მას სჭირდება  გადაღება.

მოსავლის შამპანური (Vintage Champagne)

შამმპანური, რომელიც დამზადებულია ერთი და იგივე წელლს მოწეული (ერთი მოსავლის) ყურძნისაგან. ეს წელი მითითებულია ბოთლის ეტიკეტზე. ამის საპირისპიროდ, ნაზავი (კიუვე) მზადდება რამდენიმე წლის მოსავლის ყურძნის ნაზავისაგან.

მოცილება (Stripping)

კლეტის და ყუნწების მოცილება ტკბილისაგან.

მჟავე (Sour)

გაფუჭებული ღვინო ძმრის გემოთი.

მჟავიანი (Acidic)

ღვინო მჟავე გემოთი, რაც განპირობებულია მასში ყურძნის ფერმენტაციის (დუღილის) დროს გასული ბუნებრივი მჟავებით.

მრგვალი (Round)

მომწიფებული, სრული, სუფთა, ნატიფი და სასიამოვნო ღვინო სიმძაფრის შეგრძნების გარეშე.

მსუბუქი (Light)

ტერმინი, რომელიც ღვინის სიმკვრივის ან ფერის ასაღწერად გამოიყენება. მსუბუქი ღვინო ჩვეულებრივ ადვილი დასალევია და არ შეიცავს მაღალ ალკოჰოლს. მსუბუქი თეთრი ღვინის მაგალითია მუსკატი, ხოლო  წითლისა – ბოჟოლე.

მუსკატი (Muscadet)

მშრალი, თეთრი ღვინო დაბალი ალკოჰოლის შემცველობით, ბრეტონიიდან, ჩრდილო აღმოსავლეთი საფრანგეთი. ჩვეულებრივ ისმევა ახალგაზრდა, ზღვის პროდუქტებთან ერთად. აქვს კარგად გამოხატული არომატი.

მუხა (Oak)

ყველაზე პოპულარული ხე კასრების დასამზადებლად. კასრში დაძველების შედეგად ღვინო იწოვს მუხიდან ტანინებს და იძენს განსაკუთრებულ გემოს.

მუხისებრი/მუხის (Oaky)

მუხის პატარა კასრებში დაძველებული ღვინოების სურნელი და გემო. მუხის ზოგი კასრი ღვინოს აძლევს დაბრაწული პურის ან ვანილის სურნელსა და გემოს, რომლის გადაჭარბებული რაოდენობა არ არის სასურველი.

მშრალი (Dry)

ღვინოები ჩვეულებრივ იყოფა მშრალ ან ტკბილ ღვინოებად მათ შორის არსებული სახეობების სრული სპექტრით. სიმშრალეს იწვევს ღვინოში დარჩენილი შაქარი – რაც უფრო მშრალია ღვინო, მით ნაკლებ შაქარს შეიცავს ის. სუფრის ღვინოების უმეტესობა მშრალია. ფრანგული შაბლი ნაკლებ მშრალია, ვიდრე კალიფორნიული შარდონეების უმეტესობა, მაგრამ ორივე მშრალ ღვინოდ ითვლება. (სადეგუსტაციო ტერმინი).

მცენარეული (Floral)

ტერმინი გამოიყენება ღვინის იმ არომატების აღსაწერად, რომელიც ზოგიერთი ყვავილის სასიამოვნო სუნს გვაგონებს. მაგ.: ვარდის, იასამნის, იის და ა.შ.

მძიმე (Weighty)

მდიდარი, მკვრივი ღვინო, რომელიც ენაზე სიმძიმის შეგრძნებას ტოვებს.

მწვანე (Green)

1. როგორც წესი, აღწერს ახალგაზდა ღვინოს, რომელიც ჯერ საკმარისად არ არის ჩამოყალიბებული. შეიძლება გამოყენებული იყოს აგრეთვე როგორც უარყოფითი ტერმინი. 2. უნწიფარი ყურძნისაგან დამზადებული მაღალმჟავიანი ღვინო.