Marani Logo

თელავის ღვინის მარანი The International Wine & Spirit Competition-მა თეთრი ღვინის საუკეთესო მწარმოებლის ნომინაციაზე წარადგინა

1 ნოემბერი 2021

პირველად ქართული ღვინის ისტორიაში, The International Wine & Spirit Competition-ის მიერ ლონდონში ორგანიზებულ 2021 წლის ღვინის მწარმოებელთა კონკურსზე, თელავის ღვინის მარანი თეთრი ღვინის საუკეთესო მწარმოებლის ნომინაციაზეა წარდგენილი!

კატეგორიაში „White Wine Producer” ჯამში სხვადასხვა ქვეყნის 4 კომპანიაა დასახელებული, მათი შერჩევა კი 2021 წლის IWSC ღვინის კონკურსზე მიღებული ექსპერტების შეფასებებისა და დამსახურებელი ჯილდოების გათვალისწინებით მოხდა.