Marani Logo

ღვინის ლექსიკონი

ფერი (Color)

ღვინის “შესახედაობა”, როგორიცაა: ფერი (წითელი, ყვითელი, ყავისფერი და ა.შ.), გამჭვირვალობას (ნათელი, დაბინდული), და სხვა მახასიათებლები. თუ ღვინის ფერი შეუსაბამოა ამ ტიპის ღვინისათვის, ის შეიძლება იყოს ცუდი ან არასაკმარისად დაძველებული.

ფერმენტაცია კასრში (Barrel-Fermented)

კასრში დაყენებულ ღვინოებს უფრო რთული არომატი ახასიათებს, ვიდრე ღვინოებს, რომლებიც სხვა ჭურჭელში იქნა დაყენებული. ახალი კასრები ღვინოს მუხის თვისებებს გადასცემენ. რაც უფრო ძველია კასრი, მით უფრო მჟანგავია მისი გავლენა. ზოგიერთი თეთრი ღვინო დღესაც ტრადიციულად მუხის კასრებში ყენდება; უმაღლესი ხარისხის ბორდოს და ბურგუნდიული ღვინოების დასაყენებლად გამოიყენება ახალი კასრები, ხოლო საშუალო ხარისხის ღვინოებისა და უმაღლესი ხარისხის შამპანურებისათვის – ძველი კასრები.

ფეხები (Legs)

ნაკადები (შხეფები), ძირს ჩამოდის ჭიქის (მინის) კიდეებზე, რომელშიც მდიდარი, სრული (მკვრივი) ღვინო ასხია.

ფიგო (Piguant)

სასიამოვნო მძაფრი გემო მსუბუქ ღვინოში.

ფილოქსერა (Phylloxera)

ეს პატარა მწერი (კერძოდ, მცენარეების ტილი), რომელიც ვაზის ფესვებს აზიანებს, ყველაზე მავნეა ვაზისათვის. იგი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩნდა ევროპაში ამერიკიდან და  დიდი ზიანი მიაყენა მსოფლიოს მეღვინეობას. 

ფინო (Fino)

მკრთალი შეფერილობის შერის სახეობა. გამოირჩევა მსუბუქი და მშრალი გემოთი. ფინო მიირთმება ცივი, როგორც აპერიტივი.

ფისოვანი (Resinous)

ფისის არომატი (საკმეველი, კედარი, ფიჭვი, ქაფური და მისთ.), რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ყურძნის ჯიშით, ნიადაგით ან ღვინის დაყენების თავისებურებით. ღვინოებისთვის ეს სასურველი არომატია.